ამერიკული რესტორნების ქსელი ვენდის ბრენდირებული ვებ-სერიები იუმორისტულად მოგვითხრობს ამერიკისა და საქართველოს მეგობრობის შესახებ. ამ მეგობრობის გამყარებას აკლდა ბოლო ინგრედიენტი – ამერიკული რეცეპტით საქართველოში დამზადებული ბურგერები. იდეა, კონცეპტი და შესრულება TBC TV-ეკუთვნის.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ძალიან დიდი სიახლის შესახებ – ვენდის ბურგრების ხორცი და პური დამზადებულია საქართველოში. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო რომ გადავწყვიტეთ განსხვავებული მიდგომა გამოგვეყენებინა და არ წავსულიყავით სატელევიზიო რეკლამის კუთხით. მოკლე ბრენდირებული ვებ-სერიების საშუალებით განვავრცეთ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ისტორია, რომელიც ყოველ ჯერზე გვირგვინდება ვენდიში, ამერიკული რეცეპტის მიხედვით საქართველოში დამზადებული ბურგერებით“.
Writer & Director: David Jiblaze
Producer: Avtandil Gasviani
DPs: Vasya Utkin, Nikita Kutepov
Cast: Nikoloz Gabelia, Nikusha Gordeziani
Casting: Nini Tsikhelashvili
Costumes: Ika Bobokhidze
Sound: Gvaji
Color: Irakli Akhalkatsi