აშშ-ის ციფრული სერვისი (USDS) ამიერიდან DOGE-ის სახელით იქნება ცნობილი. დონალდ ტრამპმა არსებულ სამთავრობო უწყებას სახელი შეუცვალა და სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE) შექმნა. USDS-ის ვებგვერდი ჯერ არ განახლებულა. doge.gov-ზე განთავსებულ მთავარ გვერდზე ჩანს ახალი ლოგო – ძაღლის კრიპტოვალუტით დაინტერესებულთათვის ნაცნობი ვიზუალით, რომელიც ამერიკის დროშით არის გამოხატული.
ბრძანების თანახმად, თითოეული ფედერალური უწყება შექმნის საკუთარ DOGE გუნდს, რომელიც გააერთიანებს შემდეგ შემადგენლობას: გუნდის ლიდერი, ინჟინერი, HR სპეციალისტი და იურისტი. ისინი კოორდინაციაში იქნებიან USDS-ის ადმინისტრატორთან. ადმინისტრატორს დაევალა პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციის ინიციატივის დაწყება „პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელური ინფრასტრუქტურის და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემების ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“ და „უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშესაწყობად“.
მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ადმინისტრაცია იყენებს USDS-ის ბრენდსა და ინფრასტრუქტურას DOGE-ის შესაქმნელად. ეს ახლა DOGE-ის კონცეფციის მისიაა ფედერალური მთავრობის IT მიმართულებით დახვეწა.
საინტერესოა, რომ DOGE უკვე განსხვავდება იმ ფორმისგან, რაც თავდაპირველად მისმა თანათავმჯდომარეებმა, ილონ მასკმა და ვივეკ რამასვამიმ ჩაიფიქრეს. ნოემბერში მასკმა და რამასვამიმ განაცხადეს, რომ DOGE იქნებოდა გარე მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც მთავრობის რეფორმებს შესთავაზებდა და წლიურად $500 მილიარდის დაზოგვის გზებს მოძებნიდა. სახელიც კი შეცდომაში შემყვანია, რადგან მხოლოდ კონგრესს აქვს ახალი სამთავრობო დეპარტამენტების შექმნის უფლება. თუმცა, აკრონიმი აღაფრთოვანებს მასკს – ეს არის მინიშნება კრიპტოვალუტა Dogecoin-ზე, რომლის დიდი ფანიც ის არის.
მასკმა DOGE-ის შემქმნელ აღმასრულებელ ბრძანებაზე X-ზე ლაკონიურად უპასუხა: Legit.
წყარო: Fastcompany