ზოგიერთი დამსაქმებლისთვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრირება (OSHA), როგორც წესი, გულისხმობს მოულოდნელ ინსპექტირებას, შეესაბამება თუ არა დაწესებულება სტანდარტებს და ჯარიმას, როდესაც ის ამას ვერ აკმაყოფილებს. თუმცა კომპანიებისთვის, რომლებიც აშენებენ და ინარჩუნებენ აშშ-ს ელექტრო ქსელს – ქვეყნის ელექტროგადამცემ და გამანაწილებელ ინფრასტრუქტურას – OSHA იქცა პარტნიორად საწარმოებისთვის, თავიდან აიცილა ასობით სერიოზული დაზიანება და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა.
საშიშროება, რომელიც ელექტროხაზებზე მომუშავე თანამშრომლებს ემუქრებათ, ხშირად დიდ სიმაღლეებზე რომ ადიან ან თუნდაც, ვერტმფრენებიდან ეშვებიან, უზარმაზარია. ქარიშხლების ან სხვა კატასტროფების შემდეგ, ბევრი ხანგრძლივად მუშაობს, რაც ტრავმის რისკს ზრდის. მაგალითად, 2022 წლის სექტემბერში, ქარიშხალ იანის შემდეგ, 33-ზე მეტი შტატის 44,000-ზე მეტი თანამშრომელი დროებით გადაიყვანეს ფლორიდაში, რათა სამ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღედგინათ.
ოცი წლის წინ, ელექტროგადამცემ და დისტრიბუციის სამშენებლო ინდუსტრიას ჰქონდა სერიოზული პრობლემა. საქმე თანამშრომლების დაზიანებასა და ფატალურ შემთხვევებს ეხებოდა. ამ ყველაფრის კონტროლი და შესაბამისად, თავიდან აცილება რთული გახლდათ. ამიტომაც, OSHA ინდუსტრიას შეუერთდა აღსრულების მიმართულებით. 2002 წელს, ერთ-ერთ კომპანიას სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრებოდა, OSHA-ს სტანდარტების, სავარაუდოდ, განზრახ დარღვევის გამო, რასაც ელექტროგადამცემ ხაზზე ორი თანამშრომელი შეეწირა. თუმცა, პრობლემა კიდევ უფრო დიდი იყო, ინდუსტრიის მასშტაბით; OSHA-ს შიდა რეპორტის თანახმად, მხოლოდ 2003 წელს, ელექტრომშენებლობის ინდუსტრიაში დაახლოებით 22,000 თანამშრომლიდან 15 დაიღუპა და ყოველი 100-დან 6 დაშავდა.
რადიკალური ცვლილებები აუცილებელი იყო. ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანია MYR Group-ის დირექტორი, შრომით უფლებადამცველ დენის ჯეი მორიკავასთან ერთად, ინდუსტრიის სხვა დირექტორებს დაუკავშირდა და სამუშაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ძალების გაერთიანება შესთავაზა. მათ OSHA-საც სთხოვეს დახმარება. OSHA, ინსპექტირების გარდა, მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და მიდგომებს იყენებს სხვადასხვა გარემოში და დამსაქმებლის მხარდაჭერით, უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე ზრუნავს. სააგენტოს მიზანია დაარწმუნოს დამსაქმებლები შეამცირონ საფრთხეები და გაუფრთხილდნენ თანამშრომლების სიცოცხლეს.
დირექტორებმა მოიწვიეს ელექტრიკოსთა მუშაკთა საერთაშორისო საძმო (IBEW), პროფკავშირი, რომელიც თანამშრომლების მხარდამჭერი გახლდათ. ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ დამსაქმებლები სერიოზულად ეკიდებოდნენ მუშათა უსაფრთხოებას. დირექტორებმა ორი ძირითადი სავაჭრო ასოციაცია დაიმეგობრეს – ელექტრო კონტრაქტორების ეროვნული ასოციაცია და Edison Electric Institute, რომელიც წარმოადგენს ისეთ კომუნალურ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ ქსელს და ურთიერთობენ სამშენებლო კომპანიებთან ქსელის მშენებლობისა და მოვლის კუთხით.
2004 წელს, მათ ერთობლივად წამოიწყეს ელექტროგადაცემისა და განაწილების (ET&D) სტრატეგიული პარტნიორობა. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ფოკუსირებას მოახდენდნენ მხოლოდ უსაფრთხოებაზე და პირობა დადეს, რომ არ გამოიყენებენ ამ პლატფორმას სხვა ისეთი პრობლემის გადასაჭრელად, როგორიცაა კონკურენტული დავები ან შრომის მართვის საკითხები. ასე გამოირიცხა აზრი იმაზე, რომ ეს ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევად ჩაითვლებოდა.
პარტნიორებმა, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეს მონაცემთა ანალიზზე, საუკეთესო პრაქტიკასა და ტრენინგზე. მათმა ექსპერტებმა წინა ხუთი წლის განმავლობაში მომხდარი ყველა დაზიანება გაანალიზეს და დაადგინეს ის მიზეზობრივი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან აღმოიფხვრას საუკეთესო პრაქტიკის საშუალებით. საუკეთესო პრაქტიკის მხარდასაჭერად, შემუშავდა სასწავლო პროგრამები, შეგროვდა ანონიმური და გაანალიზებული მონაცემები, რაც მუდმივი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პარტნიორების წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ, რათა გაეანალიზებინათ უბედური შემთხვევები და ავარიები და დაედგინათ, ეფექტურად როგორ აეცილებინათ მათი განმეორება.
დაარსებიდან 19 წლის განმავლობაში, თავდაპირველი ხუთი პარტნიორიდან, სტრატეგიული პარტნიორების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. გამოვლინდა მრავალი საუკეთესო პრაქტიკა, შემუშავდა სასწავლო პროგრამები ათასობით მუშაკისა და ხელმძღვანელისთვის. OSHA-ს შეფასებით, ინდუსტრიის ფატალურობის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებს უფრო პროაქტიურად მიმართონ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების საკითხები
ამ სტრატეგიული პარტნიორობის წარმატება ცხადყოფს, რომ თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ფოკუსირება შეიძლება კომპანიას საოპერაციო სრულყოფილების მიღწევაში დაეხმაროს. დირექტორებს, რომლებიც ამ მიზანს იზიარებენ, შეუძლიათ დიდი პროგრესი ნახონ უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრებითა და კომუნიკაციით. უსაფრთხოების შეტყობინების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი გზაა დაქირავების, დაწინაურებისა და ბონუსების კომპონენტის გაზრდა, ზრუნვა, რომ მენეჯერებმა აქტიურად შეატყობინონ დაზიანებებისა და საფრთხეების შესახებ.
ყოველი დაზიანება, ისევე როგორც შემთხვევები, როცა მუშაკმა თავიდან აიცილა მძიმე დაზიანება, უნდა განიხილებოდეს როგორც ინსტრუმენტი იმის გასაგებად, თუ რა იწვევს ამ დაზიანებებს. ეს ინფორმაცია უნდა იქნას გამოყენებული სამუშაო მოთხოვნებისა და სასწავლო პროგრამების შესამუშავებლად. თანამშრომლები უნდა წაახალისონ საფრთხეების დადგენაში, სანამ დაზიანება წარმოიშვება. სერიოზული საფრთხის აღმოჩენა და დროული შემცირება კომპანიისა და მისი ხელმძღვანელობის ყურადღებაზე საუბრობს, უსაფრთხოების საკითხების მიმართ.
ეს სტრატეგიული პარტნიორობა ასევე აჩვენებს, რომ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც კომპანიების ხელმძღვანელები, კონკურენციის პირობებშიც კი დგამენ ნაბიჯებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი იაზრებენ, რომ ასეთმა თანამშრომლობამ შეიძლება მთელი ინდუსტრია გააძლიეროს. პარტნიორობის დაწყების დღიდან, უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის დირექტორები პირადად ესწრებოდნენ შეხვედრებს, რათა გაეგოთ, რის გაკეთება შეეძლოთ უსაფრთხოებისთვის. ეს კი მათი თანამშრომლებისთვის ნიშანია, რომ კომპანია ზრუნავს უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, მის თანამშრომლებზე.
პლუს, ამ ტიპის თანამშრომლობა ბევრ დამატებით სარგებელს იძლევა. უფრო მეტი კომპანია აწვდის მონაცემებს ანალიტიკოსებს, რაც სტატისტიკას ბევრად უფრო მყარს ხდის და კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაფასონ თავიანთი საქმიანობა კონკურენტებთან მიმართებაში.
წყარო: HBR