in

ასაკოვანი ადამიანებისთვის უსაფრთხოების ბალიშების მქონე ჟილეტი შექმნეს!

ჩინეთი მოსახლეობის დაბერების წინაშე დგას, ამიტომ, ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა ასაკოვანი ადამიანების უსაფრთხოებისთვის დაიწყეს მუშაობა. მათ შორისაა Intelligent Technology Company-იც, რომელიც გასაბერ ჟილეტებსა და ქამრებს გვაცნობს, რათა მოხუცები დაცემისას დაზიანებისგან დაიცვას. ფუნქციური მიკრო გიროსკოპი და პროცესორი მოძრაობასა და დაცემის კუთხეს ავლენს. ხოლო მას შემდეგ, რაც მექანიზმი პოტენციურ შემთხვევას დაადგენს, მოწყობილობა 0.18 წამში იბერება, იმაზე ბევრად სწრაფად, ვიდრე დაცემას სჭირდება… 

ამ აქსესუარში არსებული მიკროჩიპი ადამიანის მოძრაობის მონაცემებს აგროვებს, AI ალგორითმი კი ინდივიდის პოზას აანალიზებს. რაც შეეხება გარე ნაწილს, OPW-ის ქსოვილი გამოიყენეს, რითაც დამცავი მექანიზმი კიდევ უფრო გამძლე ხდება. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, ტექნოლოგიის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ინოვაციებით კი ასაკოვანი ადამიანებისთვის მშვიდი სიბერის უზრუნველყოფას შევძლებთ…

აანთე ნაძვის ხე და მიიღე დაუჯერებელი საჩუქრები

მელანომის ახალი თერაპია გარდაცვალების რისკს 50%-ით ამცირებს!