in

USAID/საქართველო, 5 დეკემბერს, დედაენის პარკში ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქტების საახალწლო გამოფენა-ბაზრობას გამართავს

USAID/საქართველო თავისი ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-ბაზრობას თბილისში, 5 დეკემბერს დედაენის პარკში გამართავს, რომელიც გააერთიანებს 100-მდე ახალგაზრდა და პროფესიონალ მეწარმეს თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. გამოფენა – ბაზრობა ღიაა ნებისმიერი სტუმრისთვის, ვისაც აინტერესებს ქართული ნაწარმი და მხარს უჭერს მის განვითარებას. გამოფენა-ბაზრობას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქარველოში კელი დეგნანი და USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან. გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მეწარმეებს და მათ პროდუქციას, ასევე შეიძინონ სასურველი ნივთები. სტუმრების და განსაკუთრებით ბავშვების გასართობად, მოწვეულნი არიან ანიმატორები, სახის მოხატვის ოსტატები და მსახიობები. გამოფენა-ბაზრობა იმართება USAID საქართველოს პროგრამების: YES – Georgia-ს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის პროგრამების ორგანიზებით.

ღონისძიებაში მონაწილე 100 მდე მეწარმე  სტუმრებს შესთავაზებს: ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ტყავის ნაწარმს, თექის საქონელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (თაფლი, ჩურჩხელა, ჩირი, რძის ნაწარმი,  და ა.შ.) და ქართულ ღვინოს. ფერწერასა და დეკორაციებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ბავშვთა სათამაშოებს, მცენარეებს, ტანსაცმელსა და ჩანთებ მოზრდილებისთვის, ხელნაკეთ თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს.

გამოფენა-ბაზრობა დაიწყება 14:00 საათზე  და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება ჩატარდება COVID19-ის რეგულაციების სრული დაცვით.

ბაზრობის მიზანია მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და მათი ბიზნესისა და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების  ინფორმირებულობას USAID/საქართველოს მისიის და მისი აქტივობის შესახებ საქართველოში. ღონისძიებაზე გაიცნობთ USAID/საქართველოს პროგრამების: ახალგაზრდების და ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში (YES-Georgia), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და სოფლის მეურნეობის პროგრამის საქმიანობებს.

 

###

საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ  $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram

USAID YES Georgia პროგრამის შესახებ:  პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია’’კრისტალთან’ პარტნიორობით.  2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდების და ქალების  მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურეობას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შესახებ: პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 7.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ შედგება ორი ინტეგრირებული, ურთიერთდამოკიდებული კომპონენტისგან, რომლებიც მიმართულია ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტების განსაზღვრისა და რისკების შეფასებისკენ, რაზეც დამოკიდებულია შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და  მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარება. პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები კივის ჩათვლით, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი, კაკალი, ფსტა და ნუში)  ხელშეწყობაზე. https://www.facebook.com/apgeorgia.org/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: Ana Nizharadze, e-mail: [email protected],

[პარტნიორის კონტენტი]

შვეიცარიის მწვრთნელმა ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებს მადლობის ნიშნად საჩუქრად შოკოლადი გაუგზავნა

4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა — როდის და როგორ ვუყუროთ მას?