გერმანულმა კომპანია “fiftyfifty”-მ კინოთეატრებში ტემპერატურა 8 გრადუსზე დააყენა და მაყურებელი ცივ დარბაზში შეიყვანა.
ეს არ იყო უბრალოდ ელექტროენერგიის დაზოგვის აქცია. გაყინულ კინოთეატრში უსახლკაროებზე ფილმს აჩვენებდნენ. უჩვეულო სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო მაყურებელი ქველმოქმედად ექცია. ასეც მოხდა, საკუთარ თავზე გამოცდილმა “უსახლკარობამ” ადამიანებს ქველმოქმედებისაკენ უბიძგა. ნახეთ ვიდეო: