in

კაცი რომელიც (სულ) ლაპარაკობს – ვებგვერდი www.usasrulo.ge

„კაცი რომელიც (სულ) ლაპარაკობს“ –  საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-ის მიერ შემუშავებული სარეკლამო კამპანიაა. კამპანია მიზნად ისახავს ჯეოსელის ახალი პროდუქდის, პაკეტი „მეტი უსასრულოს“ საზოგადოებისთვის წარდგენას და გაცნობას.

პროდუქტის შინაარსიდან გამომდინარე (უსასრულო სასაუბრო დრო, ინტერნეტი და SMS-ები თვეში მხოლოდ 50 ლარად), კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის მთავარი პერსონაჟიც არის ადამიანი, რომელიც უსასრულოდ ლაპარაკობს.

ამ თემაზე მარკეტერი Windfor’s-ის ექაუნთ მენეჯერს, კოტე ჩატიდს ესაუბრა:

Windfor’s–ი ყოველთვის ცდილობს ინტეგრირებული კამპანიები შექმნას და სარეკლამო მესიჯები რაც შეიძლება მეტი მედია არხის საშუალებით გააჟღეროს. ამ შემთხვევაში კამპანიის ერთ–ერთი ძირითადი მედია ვებ სივრცე გახდა.

მთავარი გმირი ინტერაქტიულ ვებ გვერდზე გაუჩერებლად, 24 საათიან რეჟიმში ლაპარაკობს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას სასაუბრო თემა შესთავაზოს. მთავარი გმირი კი ამ თემასთან დაკავშირებულ საკუთარ მოსაზრებებსა და ისტორიებს ყვება. პერსონაჟი გამოგონილია ხოლო სასაცილო ისტორიები რომლებსაც ის მოგვითხრობს ხშირ შემთხვევაში აბსურდული და წარმოუდგენელია.

ვებ გვერდის მისამართია – www.usasrulo.ge

kaci-romelic-sul laparakobs

 

პროექტზე მუშაობდნენ

geo-credentials

გამომყევი ცოლად! – Schwarzkopf-ის გზავნილი ქალბატონებს

Huawei-ს რეკლამა და რუსული მაფია