in

უსასრულო თამაში — უსასრულო აზროვნების ძალა

გიფიქრიათ, თუ რა არის თქვენი ორგანიზაციის არსებობის მიზეზი? იცით, როგორ შენდება ნდობაზე დაფუძნებული გუნდები? თქვენს კონკურენტებს დასამარცხებელ ობიექტებად აღიქვამთ თუ ღირსეულ მეტოქეებად, რომლებსაც თქვენი განვითარება და გაძლიერება შეუძლიათ? როგორ ვიცხოვროთ და ვმართოთ ორგანიზაციები უსასრულო აზროვნებით?

30 მაისს 19:00სთ-ზე პუბლიკა ლაუნჯში (გუდიაშვილის #18) „ლურჯი ოკეანე“ გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე „უსასრულო თამაში: უსასრულო აზროვნების ძალა“. დისკუსია გაიმართება საიმონ სინეკის მსოფლიო ბესტსელერზე — „უსასრულო თამაშზე“ დაყრდნობით, რომელიც სულ ახლახან შეემატა „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკას.

ისევე, როგორც ცხოვრება, მეგობრობა თუ ქორწინება, სინეკი გვთავაზობს იმას, რომ ბიზნესი უსასრულო თამაშად აღვიქვათ და არა — კონკურენციად; არა თამაშად, რომელიც უნდა მოვიგოთ, არამედ თამაშად, რომელშიც რაც შეიძლება მეტხანს დავტოვოთ ორგანიზაცია.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • გიორგი ბურჭულაძე — Leo ინსტიტუტის დირექტორი, Livingstone-ის თანადამფუძნებელი
  • ირაკლი ვეკუა — Kings International-ის აღმასრულებელი დირექტორი, Paysera ბანკი საქართველოს თანადამფუძნებელი

მოდერატორი:

  • მარიამ გიორგაძე — პალიტრა მედია ჰოლდინგის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

ბილეთის ფასი: 50 ლარი

[R]

რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის სახელის ჟღერადობა?

ლიბერთის მხარდაჭერით, ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან