“Coca-Cola”-მ სარეკლამო კამპანია “Let’s take an extra second”-ის ფარგლებში თუნუქის ქილაზე წარწერა “Coca-Cola” მოაშორა. ცვლილებების სლოგანია – “ლეიბლი პროდუქტისთვისაა და არა ადამიანისთვის”.
პროექტი იარლიყების და სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ბრენდმა სპეციალურად რამადანის დროს განახორციელა.
ახალი შეფუთვა შეზღუდული რაოდენობით 200 000 ცალი გაიყიდება. სწორედ ამ 200 000 ადამიანს ბრენდი შეახსენებს, რომ ადამიანის შეფასება გარეგნულად არ ხდება.
კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთმა სარეკლამო სააგენტომ “Memac Ogilvy”-მ ვიდეო რგოლი გადაიღო, რომელიც რამადანის სტერეოტიპებისგან განთავისუფლებას ეხება.