10
Sep
2019

დამტენის თავი, თან ფარული კამერა – NOIR

10 Sep 2019

veon
veon


ხშირად, უსაფრთხოების კამერების დამონტაჟება დიდ ძალისხმევას, ცოდნასა და ფინანსებს მოითხოვს. გარდა ამისა, დღეს ასეთ კამერებს აქტიურად იყენებენ, როგორც კომპანიებში, ასევე სახლებში (როცა ბავშვს ძიძასთან ტოვებთ, ან დამლაგებელს ქირაობთ). თუმცა, კამერა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, შესაძლოა, მეტიც იყოს, ვიდრე მოწყობილობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. NOIR მოწყობილობაა, რომელიც ერთი მხრივ, დამტენის თავია, რომელზეც USB ერთდება, მეორე მხრივ კი უკაბელო ფარული კამერა, რომელიც თქვენს მობილურს პირდაპირი ეთერის რეჟიმში, HD ხარისხში უგზავნის მის გარშემო არსებულ გამოსახულებებს.

სცდება თუ არა მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობა უსაფრთხოების საჭიროებას, თვითონ განსაზღვრეთ, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწყობილობამ Indiegogo-ზე, წარმოებისთვის საჭირო ინვესტიციას დიდი ხანია მიაღწია (5000 დოლარის ნაცვლად, მასში მომხმარებლებმა 291908 დოლარი ჩადეს), ის 2019 წლის ოქტომბრიდან გაიყიდება. ამ ეტაპზე, მისი წინასწარი შეკვეთა 69 დოლარიდან არის შესაძლებელი.

განხილვა