in

ნახეთ: USB საშობაო ნაძვის ხე, რომელიც ლეპტოპს უერთდება

მისთვის შეგიძლიათ, Github-დან ღია კოდის ფაილები ჩამოტვირთოთ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი სამსახური ინარჩუნებს დისტანციურ რეჟიმს… ასე რომ, წელსაც რთული იქნება “სეკრეტ-სანტას” თამაში ან მასშტაბური კორპორატიული წვეულების ჩატარება. ალბათ, ეს ბევრ თქვენგანში იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა მაინც არსებობს პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც განწყობას გაგიხალისებთ.

PSB Xmas Tree — ასე ჰქვია პატარა მოწყობილობას, რომელიც პირდაპირ ლეპტოპს უერთდება. ეს არის Piotr SB-ის მიერ შექმნილი, ხელნაკეთი ნაძვის ხე. იგი დაბეჭდილი მიკროსქემების დაფებისგან შედგება. ეს წრიული დაფები LED ნათურების მეშვეობით  ნამდვილი, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის ეფექტს ქმნის… რეზისტორები კი ეფექტურად ამუშავებს მთელ მოწყობილობას.

ამასთანავე, შეგიძლიათ Github-დან ღია კოდის ფაილები ჩამოტვირთოთ. თანაც, ნაძვის ხე ძალიან დაბალ ენერგიაზე მუშაობს. 3D პრინტერით შექმნილი ხის ფორმის სხეული სრულად ფარავს გაჯეტს, რაც მას უფრო დასრულებულ იერს ანიჭებს.

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ინტერიერის დიზაინი განვითარების აკადემიაში

როგორ წარვუდგინოთ ბიზნესიდეა ინვესტორებს ეფექტურად?