in

როგორ გამოვიყენო ChatGPT მარკეტინგისთვის?

არ გასულა დიდი დრო, რაც ციფრულ სივრცეში ChatGPT გამოჩნდა – ბოტი, რომელიც უამრავი სახის დავალებას ასრულებს. მან დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შორის, რომელთა რიცხვს მარკეტერებიც მიეკუთვნებიან. მარკეტერებისთვის ChatGPT შესაძლოა იმ პრაქტიკულ ხელსაწყოდ იქცეს, რასაც ისინი შემოქმედებით პროცესში გამოიყენებენ, ძიების პროცესში, ელ.ფოსტის დაგზავნისას თუ სოციალური მედიის მართვისას.

არსებობს მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ AI მარკეტინგში. ChatGPT ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლის მართვაში დაგეხმარებათ.

AI-ის ჯერ კიდევ არ იყენებენ მარკეტერები სათანადო ინტენსივობით. AI-სა და მანქანურ სწავლებას, Dr Dave Chaffey-ის ცნობით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% იყენებდა. გამოკითხულთა 38% მის გამოყენებას უახლოესი 12 თვის მანძილზე გეგმავს. ბიზნესის ნახევარი ჯერაც არ აპირებს ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებას მარკეტინგში. მიზეზი სხვადასხვაა, მაგალითად, ზოგ მსხვილ კომპანიას ჰყავს სპეციალური გუნდები, ანალიზისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

დაიწყეთ მარტივი ამოცანებით. ChatGPT-ზე წვდომა უფასოა და ადვილი. თავდაპირველად, მარტივი კითხვების დასმა ცადეთ, მაგალითად ასე – „რა არის ციფრული მარკეტინგი“? ის გამოიტანს ვრცელ ტექსტს, ძალიან მოკლე დროში, საიდანაც შეგიძლიათ დაასკვნათ, რამდენად ამომწურავია მისი პასუხი დავალებაზე. შეგიძლიათ გადააკეთოთ პასუხები ან სხვა მიმართულება მისცეთ დიალოგს.

თუკი დაგაინტერესებთ, ჰკითხეთ უფრო რთულიც, მაგალითად, როგორ ჩამოაყალიბოთ ციფრული მარკეტინგის სტრატეგია. პასუხი ნამდვილად გაგაკვირვებთ.

შეგიძლიათ მაგალითის ჩვენებაც სთხოვოთ და აუცილებლად მიიღებთ სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ ინსაითებს. შეგიძლიათ ბოტს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებზე პასუხების მიღებასაც დიდი ხანია ცდილობთ, მათ შორის, დამკვეთთან კომუნიკაციის შესახებ, შაბლონებისა და ლიტერატურის, სახელმძღვანელო მოდელებისა თუ რესურსების გარშემო. მისგან რჩევას ბიუჯეტირების შესახებაც კი მიიღებთ.

თუკი შიშობთ, ჩატბოტმა სამსახური არ დაგაკარგინოთ, გეტყვით, რომ ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც ეფექტურობას შემატებს თქვენს საქმეს. მაინც, რაში დაგეხმარებათ მარკეტერებს ChatGPT? თავად ბოტი ასე გპასუხობთ:

მისი, როგორც თქვენი დამხმარის ფუნქციები შეიძლება გამოიყენოთ ლიდების გენერირებისას, მომხმარებლებთან ურთიერთობისას, რეკომენდაციების პერსონალიზებისას, ივენთის რეკლამისთვის, ახალი ამბების დასაგზავნად და სხვა.

თუკი ChatGPT-ის არსებობამ შეგაშფოთათ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია Google, რომლის პირდაპირმა კონკურენტმაც ხელოვნური ინტელექტის ასეთი დონე დადო. გეტყვით, რომ Microsoft გეგმავს ChatGPT-ის Bing საძიებო სისტემაში ინტეგრირებას. მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად, ChatGPT ფასიან სერვისად იქცევა.

იმისათვის, რომ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებლებთან იყოს წარმატებული, მან უნდა მოუტანოს სარგებელი, იურთიერთოს ადამიანებთან და მათ ინტერესთან შესაბამისობაში იყოს. ნებისმიერ მარკეტერს, რომელიც ვებსაიტის, სოციალური მედიის ან ელ.ფოსტის მარკეტინგის კომუნიკაციების შემუშავებაში მონაწილეობს და შეუძლია ისარგებლოს ChatGPT-ით, უფრო პროდუქტიული და უკეთესი ხარისხის ქოფის შექმნის მიზნით. ნუ დააკოპირებთ ChatGPT-ის პასუხებს მექანიკურად, რადგან არცთუ იშვიათია შეცდომები და უზუსტობა. გამოიყენეთ თქვენი მიდგომის გასაუმჯობესებლად. თქვენი გამოცდილების თუ კომპანიის ზომის მიუხედავად, ChatGPT ყოველდღიურ ინსტრუმენტად გამოგადგებათ. ესაა ექსპერიმენტული გზა, რომელიც თქვენი ეფექტიანობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ შეიძლება ChatGPT-ის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებზე მუშაობისას?

უკვე ბევრი საუბრობს, თუ როგორ შეიძლება ChatGPT-დან გამომავალი გამოყენება ასლის შესაქმნელად და ქივორდების ანალიზისთვის. ასევე, ChatGPT გამოიყენება კონტენტ მარკეტინგის იდეებისთვის, ორგანული ძიებისა და PPC-სთვის ქოფის ოპტიმიზაციისთვის, ელ.ფოსტის მარკეტინგში, ბაზრის კვლევის შეჯამებისას, პროდუქტის აღწერილობების შექმნისას, ელექტრონული კომერციისთვის საკუთარი ჩატბოტების შემუშავებისთვის.

 

წყარო: smartinsights

ანი მართლა პირველი?!

მცირე ბიზნესის დაცემის ნომერ პირველი შეცდომა ბრენდინგის გაუაზრებლობაა