in

„USE-IT-თბილისი”- თბილისის ალტერნატიული რუკა

Startauperi
Startauperi

11207313_857128577690080_6624996290333070139_nქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“, ათ მოწვეულ ევროპელ EVS (European voluntary service) მოხალისესთან ერთად, საინტერესო და სასარგებლო პროექტზე – „USE-IT თბილისი“ მუშაობს.

„USE-IT თბილისი“ არის თბილისის ალტერნატიული რუკა, რომლის დახმარებითაც უცხოელ სტუმრებს საშუალება ეძლევათ – დაინახონ თბილისი, ადგილობრივი მაცხოვრებლების მსგავსად; იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ ქალაქში; შეიტყონ თბილისის ისტორიის, კულტურის, სტუმართმოყვარეობის, კერძებისა და ტრადიციების შესახებ.

„ახალგაზრდული ასოციაცია დრონის“ წარმომადგენელმა და პროექტის ავტორმა -გიორგი ცინარიძემ გვიამბო „USE-ITთბილისი“-ის შესახებ.

M: რა არის USE-IT პროექტი და ვინ არიან დამფუძნებლები?

USE-IT არის კრეატიული და საინტერესო რუკები, რომლებიც ევროპის 43 ქალაქისთვისაა შექმნილი და მოგზაურობას მეტად საინტერესოს ხდის. „USE-IT თბილისი“ ტურისტებს საშუალებას მისცემს იგრძნონ თავი ისე, როგორც საკუთარ ქალაქში და დაინახონ თბილისი ისე, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ხედავენ. რუქა, რომლის შექმნაზეც ქართველი და ევროპელი მოხალისეები მუშაობენ, ტურისტებს თბილისის ისტორიის, უნიკალური კულტურის, უსაზღვრო სტუმართმოყვარეობის, უგემრიელესი კერძებისა და საინტერესო ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტზე მუშაობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“. სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩვენი ორგანიზაცია მასპინძლობს 10 ევროპელ მოხალისეს – EVS (European voluntary service), რომლებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად თბილისის ალტერნატიული ტურისტული რუკის შექმნაზე მუშაობენ. მოხალისეები აგროვებენ საინტერესო ინფორმაციას, რაც რუკისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ჩვენი ყოველი თავგადასავალი შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე ნახოთ.

www.qfoto.cz
www.qfoto.cz

 M: რა მიზნით შექმენით  აღნიშნული  პროექტი?

პროექტის მთავარი მიზანია თბილისში ჩამოსულმა ტურისტებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ ქალაქში და დაინახონ თბილისი ისე, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ხედავენ. ჩვენი სლოგანია „Act like a local”.

M: ა გჭირდებათ ამჟამად, რომ   განახორციელოთ „USE-IT თბილისი“?

13 ივნისის სტიქიური უბედურების გამო თბილისის მერიამ დაფინანსებაზე უარი გვითხრა. გადავწყვიტეთ დაგვეწყო ქრაუდფანდინგის კამპანია.

https://www.indiegogo.com/projects/use-it-tbilisi-alternative-map-for-travelers/#/story

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავხდეთ USE-IT-ის ევროპული ოჯახის, USE-IT.travel-ის წევრი, რისთვისაც ყოველწლიური საწევროს, 1000 ევროს გადახდაა საჭირო. დანარჩენი თანხა მოხმარდება წვრილმან ხარჯებს და თითოეული დოლარი ჩვენს რუკას მეტად მრავალფეროვანს გახდის.

M: როგორ შეუძლიათ ადამიანებს ჩაერთონ პროექტში და დაგეხმარონ?

ფინანსური დახმარების გარდა, ყველას შეუძლია მოგვაწოდოს იდეები სხვადასხვა საინტერესო ადგილის შესახებ. ასევე, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ტურები ქალაქში. ამავე დროს, მონაწილეობა მიიღოთ მცირე კვლევაში , რაც ძალიან დაგვეხმარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  : Facebook ,   Twitter

ავტორი: ირინა საყვარელიძე

 რუკა

„მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხარისხიანი,ძლიერი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ“ – გიორგი ყიფიანი

დაბეჭდე ოცნება “HP”-ს 3D პრინტერით