in

Ushba.io – ქართული ონლაინ პლატფორმა კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის

Ushba.io ახალი ქართული პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი დასახელების მქონე კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი ვაჭრობა. პლატფორმა, ვალუტის გაცვლის მსურველებს, მედიატორის დახმარებით, აძლევს ურთიერთობის საშუალებას (Peer to Peer Trading), ამასთან, მომხმარებელს კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლაც შეუძლია (Fiat Exchange), ან მისი დაცულ სივრცეში მოთავსება (Cold Storage), ხოლო Cloud Mining-ის საშუალებით, განახორციელებს კრიპტოვალუტის ინვესტიციას. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, UshbaCoin საშუალებას იძლევა, გახდეთ კომპანიის მესაკუთრე. მარკეტერის კითხვებს Ushba-ს მარკეტინგის მენეჯერმა ლუკა ქობალიამ უპასუხა.

M: უკვე არსებობს ცნობილი ბითქოინი, რა არის უშბაქოინი?
ბითქოინისა და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტების გამომუშავება ხდება მაინინგის საშუალებით. რაც შეეხება UshbaCoin-ს, იგი წარმოადგენს კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა Ushba.io-ს ერთ აქციას ანუ კომპანიის წილს. ყველა უშბაქოინის მესაკუთრე, ყოველი თვის ბოლოს მიიღებს კომპანიის მოგებიდან შესაბამის დივიდენდს. სწორედ ეს უნიკალურობა გამოარჩევს UshbaCoin-ს სხვა კრიპტოვალუტებისგან.
M: რამ განაპირობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ქართული პლატფორმის შექმნა?
კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა იყენებს საქართველოში ცნობილი მთის “უშბა”-ს დასახელებას. იგი შექმნილია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებისათვის. Ushba.io ემყარება ე.წ. Sharing Economy-ის პრინციპებს, რაზეც უამრავი ცნობილი კომპანიაა დაფუძნებული, როგორებიცაა: Airbnb, Über, BlablaCar, StreetBank და სხვა. სავაჭრო პლატფორმა ერთმანეთს დააკავშირებს კრიპტოვალუტების ყიდვისა და გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს. სწორედ ეს პროცესი გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს ბაზარზე. კრიპტოვალუტების ღირებულებას 100%-ით დაადგენს ხალხი და არა მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც თავად ყიდიან და ყიდულობენ ციფრულ ვალუტებს თავიანთ განსაზღვრულ ფასებში.
M: როგორ შეიძლება უშბაქოინის გამოყენება ქართულ რეალობაში?
საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს Ushba.io-ს განვითარებაში. მას შეუძლია 15 სექტემბრიდან იყიდოს ერთი UshbaCoin-ი 10$-ად, რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად მიიღებს დივიდენდებს (Smart Contract-ებზე დაყრდნობით). კომპანიის მოგებაში შევა არა მხოლოდ კრიპტოვალუტების გადაცვლისგან აღებული საკომისიო, არამედ Cloud Mining-ისგან მიღებული შემოსავალიც.

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ელდარ ხალიბაური

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს განცხადება