North Face-ის ათლეტებმა: Leo Slemett-მა, Sam Anthamatten-მა და Markus Eder-მა თხილამურებით სცადეს პირველი ექსტრემალური დაშვება სვანეთის ეპონიმური მთიდან. გუნდი, ასევე, აცოცდა 4696მ-ის ჩრდილოეთ უშბის მწვერვალზე, რომ ეცადათ ის, რაც აქამდე არავის უქნია. „ჩვენ საქართველოში მოვხვდით სურათის გამო, North Face-ის უშბის ფოტოს დამსახურებით. დაახლოებით, 5-6 წლის წინ, როცა მოსკოვში ვიყავით, ვნახეთ ეს ფოტო და მივხვდით, რომ ეს იყო ძალიან მაგარი გამოწვევა ჩვენთვის“.














