in

რა პროდუქტი იყიდება ყოველთვის? Under Armour-ისა და Nike-ს ისტორია სტარტაპერებს!

ბიზნესის წამოწყების პროცესში, სტარტაპერებს აინტერესებთ, იქნება კი ბაზარი მზად მათი პროდუქტისთვის – საჭიროა თუ არა მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება მომხმარებლებისთვის, დრო რამდენად სწორად აქვთ შერჩეული პროდუქტის განვითარებისთვის და რა ფინანსური, ინტელექტუალური თუ ადამიანური რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ ამბიცია და კონკურენცია გაუწიონ არსებულ ბაზარზე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ კომპანიებს?! პასუხი ერთია – ინოვაციური პროდუქტებისთვის ბაზარი ყოველთვის არსებობს!

pasha-statiebi
pasha-statiebi

30 წლის განმავლობაში, ბევრს მიაჩნდა, რომ ნაიკი იყო გიგანტი კომპანია ფეხსაცმელებისა და სამოსის მწარმოებელ კომპანიებს შორის. „ნაიკის“ გუნდი, დაარსების დღიდან, დაკომპლექტებულია ექსპერტებით მარკეტინგში, ინოვაციაში, შეტყობინებების გაცვლასა და მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნების გარკვევაში. ბრენდი დღემდე მოთხოვნადია, ამის დამადასტურებელი არგუმენტი კი არის NBA-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი, რის საფუძველზეც, ნაიკი საზეიმოდ წარმოგვიდგენს მოთამაშეების ფლანელის ახალ პერანგებს.
ნაიკის პარალელურად, მუდმივად ვითარდებოდა ბრენდზე ბევრად დაბალშემოსავლიანი სტარტაპი – დიდი ამბიციებით.

23 წლის Kevin Plank-მა, 1996-ში, საკუთარი იდეისთვის ფრთის შესხმა გადაწყვიტა: „რა იქნება, თუ მე მაისურს ისეთი ტექნოლოგიით დავამზადებ, რომელსაც ნესტის შეკავების შესაძლებლობა ექნება, შეისრუტავს ოფლს და ათლეტებს, ექსტრემალურ სიტუაციებში, შეუნარჩუნებს სითბოს, სიგრილეს, სიმშრალეს?!“. იდეა იქცა პროდუქტად და დღესდღეობით, ყველას გარდერობში მოიპოვება, სხვადასხვა ბრენდის, სულ მცირე, ერთი ასეთი მაისური. თუმცა 20 წლის წინ, პირველად, ეს Under Armour-ის სახელით შეიქმნა.

შესაფერისი დროის პროგნოზს ვერ გააკეთებ
1996-ში, ნაიკი იყო 8 მილიარდი დოლარის კომპანია, რომლის სუფთა მოგებაც 81 პროცენტს შეადგენდა. ასეთ პირობებში ნაიკის პროდუქციის სხვა რომელიმე ბრენდით ჩანაცვლება თითქმის შეუძებელი იყო, თუმცა „ანდერ არმურმა“ ეს მხოლოდ ერთი მაისურით მოახერხა.
2016-ში ნაიკის წლიური შემოსავალი იყო 32.4 მილიარდი დოლარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ კომპანიის ღირებულება 94 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება მერილენდში დაფუძნებულ მაისურების პატარა კომპანიას – Under Armour-ს, მისი 2016 წლის წლიური შემოსავალი გახლდათ 5.4 მილიარდი დოლარი, ხოლო სავარაუდო ღირებულება მერყეობს 14-დან 28 მილიარდ დოლარამდე, იმის მიხედვით, ვინ საუბრობს ამ თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნაიკისთან შედარებით, „ანდერ არმორი“ ბევრად დაბალ საფეხურზე დგას, ამასთან, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, მის კიდევ უფრო დაბალპროცენტიან ზრდას, მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიის საქმიანობა მაინც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. ერთი ინოვაციური პროდუქტით, კომპანია ანდერ არმურმა დაიკავა საკუთარი ნიშა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანიების გვერდით.

ეს შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია ანტრეპრენუარებისთვის, რომლებიც არასდროს უნდა შეუშინდნენ გიგანტური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას. ინოვაციისთვის ყოველთვის არსებობს ბაზარი – რაღაც განსხვავებულისთვის, იმისთვის, რაც შეცვლის ბაზრის დინამიკას. მით უმეტეს, რომ დიდი შანსია, დიდმა კომპანიებმა გამოიყენონ ახალი კომპანიების იდეები და მაგალითად, ნაიკივით მაისურების დამზადება დაიწყონ ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც შეისრუტავს ოფლს. გამოდის, რომ თუ ერთი ინოვაციური პროდუქტით შეგიძლია, შექმნა ბრენდი, შენ საფუძველს დაუდებ მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიას.

ყველაფერი იდეით იწყება
კომპანია, სახელად Recovery Force ქმნის ტანსაცმელს, რომელიც არ არის მხოლოდ ჭრილობასა თუ სხეულის დაზიანებულ ადგილზე მჭიდროდ მოჭერისთვის. კომპანიის პროდუქტი, რეალურად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და აჩქარებს დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესს.

„კომპანიების უმრავლესობა, მათ შორის, NASA-ც წლებია, ცდილობს, რომ მსგავსი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებლებს საკუთარი ბრენდის სახელით, თუმცა სულ ცოტათი უახლოვდებიან ამ იდეას“, – ამბობს მეთ ვაიატი, კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. „Recovery Force-ს აქვს მნიშვნელოვანი იტელექტუალური საკუთრება, რის საფუძველზეც შეუძლია საკუთარი პროდუქტის გამოყენება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე“.

Recovery Force-ს არ მიუღია რისკიანი კაპიტალური გადაწყვეტილება, თუმცა მათი შემოსავალი, 2014 წლიდან 10 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც გამოიწვია კერძო პირებისა და სხვა პატარა საინვესტიციო ფირმების მხრიდან ინვესტირებამ. რაც შეეხება ვაიატს, მას, თავის მხრივ, აქვს დიდი და წარმატებული კარიერა ახალი, ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობების შექმნის თვალსაზრისით.

იდეის გარდაქმნაპროდუქტად არასდროს არის გარდაუვალი მოვლენა, რადგან მის განსახორციელებლად, გარდა ძლიერი სურვილისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების შექმნისა, ფინანსური რესურსიც საჭიროა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი იწყება ერთი უბრალო იდეით და იმის ძლიერი სურვილით, რომ მიაღწიო წარმატებას სწორედ იქ, სადაც ეს სხვებმა ვერ შეძლეს.



Agronavti – აპლიკაცია ქართველი ფერმერების პროდუქციის რეალიზებისთვის

მამების თასი – საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისთვის