კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე „უშიშარი გოგონას” ქანდაკებამ 3 გრან პრი აიღო. სარეკლამო კომპანია McCann-ის მიერ განხორციელებულმა პროექტმა, Glass-ის, PR-ისა და Outdoor-ის კატეგორიებში გაიმარჯვა.
ჟიურის სამივე მიმართულების პრეზიდენტები ვენდი კლარკი (Glass), კერენ ვან ბერგენი (PR) და ბრუნო ბერტელი (Outdoor) აღფრთოვანებულები არიან, რა სწრაფად მოიპოვა, ამ მარტივმა ნამუშევარმა, მსოფლიო გავლენა.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=TK5Cse6SLpI[/embedyt]
„სიმბოლიზმით გამოსახული მისი უბრალოება გეოგრაფიის ჩარჩოებს ცდება, არღვევს კულტურისა და ენის საზღვრებს. ეს არის პატარა გოგონა, რომელიც, გამოხატავს გზას ჩვენს უფლებებისა და შესაძლებლობებისკენ. ასევე, ჩვენს იმედებსა და ამბიციებს მსოფლიოში ყველა პატარა გოგონას მიმართ”, – აღნიშნავს ვენდი კლარკი.
„უშიშარი გოგონას” ქანდაკება მანჰეტენზე, Wall Street-ზე 2017 წლის 8 მარტს დაიდგა. State Street Global Advisors-ის წარმომადგენლებმა, ამ ინიციატივით, ფინანსურ კორპორაციებში გენდერული მრავალფეროვნების არ არსებობა გააპროტესტეს. ქანდაკება აშშ-ის მთავარ ფინანსურ ცენტრში 2018 წლის თებერვლამდე დარჩება.