in

მხატვარი, რომელსაც უსინათლობა ხელს არ უშლის

მხატვარ ედ ურენისთვის ხელოვნება თერაპიის ფორმაა. უფრო მეტი, ვიდრე გართობა და ჰობი. მხატვრობა მას სიმშვიდეს ანიჭებს, მით უფრო მას მერე, რაც 28 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა. ამ ამბის შემდეგ მისთვის ხელოვნება უფრო მეტი გახდა, ვიდრე კომფორტის წყარო, რადგან ოპერაციის თანხა სწორედ ერთ-ერთი ნახატის გაყიდვით გადაიხადა. როგორც თავად მხატვარი ამბობს, ის შთაგონებას მუსიკაში პოულობს და ამტკიცებს, რომ ხელოვნებაში საზღვრები არ არსებობს.

BOG
BOG

ედ ურენის მხატვრობის ისტორია ბავშვობიდან იწყება. ის იხსენებს, რომ სკოლაში ანბანის მიხედვით ისხდნენ, მას უკან მოუწია ჯდომა, საიდანაც დაფას ვერ ხედავდა, რადგან ახლომხედველი იყო, ამიტომ ძირითად დროს ხატვას უთმობდა.

28 წლის ასაკში მან მხედველობა თითქმის დაკარგა, მაგრამ მოახერხა ცალ თვალზე ოპერაციის გაკეთება და ამ პერიოდშიც კი ახვეული თვალით აგრძელებდა ხატვას და ცდილობდა, გამოეყენებინა ის შემორჩენილი უნარი, რაც ჯერ კიდევ ჰქონდა. „ხშირად მავიწყდება, რომ მხედველობა დაქვეითებული ვარ, როდესაც ვხატავ”, – აღნიშნავს ედ ურენი.

ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ მხატვრის ინსტაგრამს.

შენ მეზობლად დადიანების ისტორია სახლობს – „დადიანი რეზიდენსის” ახალი კამპანია

DC GO! – კომიქსების ახალი ერა