ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივა მართლაც მიმზიდველია – მეტი პროდუქტიულობა, მონაცემთა მომენტალური ანალიზი და რუტინული ამოცანებისგან გათავისუფლება. კომპანიებიც და თანამშრომლებიც მოხიბლული არიან (და ცოტა დაბნეულიც) იმით, რომ ეძლევათ საშუალება მეტი გააკეთონ და უკეთ იმუშაონ, თან უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე. AI-მ დაამტკიცა, რომ აქვს რესურსი გადააჭარბოს ადამიანის პროდუქტიულობას ამოცანების ფართო სპექტრში, იურიდიული დოკუმენტების ანალიზით დაწყებული, გაყიდვების პროგნოზირებით დამთავრებული. კომპანიები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი რისკი არის ხელოვნური ინტელექტის იგნორირებაა. ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური კომპანიების 35% იყენებს AI-ს, ხოლო გლობალური AI ბაზარი 2030 წლისთვის 1,85 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
მიუხედავად ამისა, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტურობის გაზრდის სურვილით, ბევრმა ორგანიზაციამ მხედველობიდან გაუშვა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი – ადამიანები, რომელთა სამუშაოები ფრაგმენტირებულია ისეთ ამოცანებში, რომლებიც სულ უფრო ავტომატიზებული ხდება. ადამიანზე ორიენტირებული პერსპექტივიდან, ეს შეიძლება იყოს შემაშფოთებელი ტენდენცია, რადგან ტექნოლოგიაზე ასეთმა აქცენტმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ადამიანური დანახარჯები, როგორიცაა სამუშაო კმაყოფილების შემცირება, მოტივაცია და გონებრივი კეთილდღეობა. თუ გსურთ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით პროექტები უფრო წარმატებული და სიცოცხლისუნარიანი გახადოთ, პირველ რიგში ადამიანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
თანამედროვე ორგანიზაციები სულ უფრო ყურადღებით ეკიდებიან თავიანთი თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ცდილობენ ხელი შეუწყონ როგორც ინკლუზიურობას, ასევე სოციალურ კავშირს. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანები გრძნობენ ძლიერ კავშირს კოლექტივთან, ისინი თვლიან, რომ ორგანიზაციის მიზნები მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი კვლევები მუდმივად მიუთითებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც სოციალურ დაკავშირებულ და ემოციურად დაკმაყოფილებულ გარემოში მუშაობენ, უფრო მეტად ჩართულები, პროდუქტიულები და ერთგულები არიან თავიანთი ორგანიზაციების მიმართ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინჟინრები, რომლებიც უფრო მეტად მუშაობდნენ AI–თან, ავლენდნენ სხვებთან ურთიერთობის უფრო ძლიერ სურვილს, რამაც გამოიწვია გარკვეული დადებითი ქცევაც – თანამშრომლები ერთმანეთს მეტად ეურთიერთებოდნენ. თუმცა, მკვლევრებმა ასევე შენიშნეს მარტოობის გრძნობის გამძაფრება, რამაც ალკოჰოლის მოხმარება გაზარდა და უძილობის პრობლემა გაამწვავა.
საერთო ჯამში, შედეგები აჩვენებს, რომ სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებთან კავშირის არარსებობის სიტუაციამ ადამიანში კოლეგებთან დაკავშირების ძლიერი სურვილი აღძრა. მიუხედავად იმისა, რომ AI-თან მათი ურთიერთქმედება თანამშრომლებს სოციალურად ნაკლებად აკავშირებდა მათ კოლეგებთან, ამ სიტუაციამ აიძულა ისინი ეძებნათ ალტერნატიული გზები. მიუხედავად ამისა, თანამშრომლებმა მაინც განაცხადეს, რომ თავს იზოლირებულად და ასოციალურად გრძნობდნენ. ანუ, AI-თან ურთიერთქმედებამ ისინი გახადა უფრო ეფექტური, მაგრამ ამავე დროს მარტოსულად აქცია.
რის გაკეთება შეუძლიათ კომპანიებს:
ყურადღება მიაქციეთ თანამშრომლების კეთილდღეობას
პროდუქტიულობის გაზრდის მცდელობისას, ხელოვნურ ინტელექტზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ შეიძლება ზიანი მოიტანოს ადამიანური რესურსების კუთხით. მარტოსული, დემოტივირებული თანამშრომლები, სავარაუდოდ, ვერ გამოავლენენ თავიანთ საუკეთესო უნარებს სამუშაო ადგილას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ინოვაციებს მიაკვლევენ ან თავიანთი ორგანიზაციებისთვის დამატებით გაირჯებიან. ამიტომ, მიაქციეთ ყურადღება თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ორგანიზაციაში სოციალურ ჩართულობას. რეგულარული გამოკითხვები და უკუკავშირის სესიები დაგეხმარებათ დროულად გამოავლინოთ რისკები.
გარდაქმენით სამუშაო სტილი
კიდევ ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური გავლენა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. იმის მაგივრად, რომ AI უბრალოდ მიაბან არსებულ პროცესებს, ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ სამუშაო პროცესი ადამიანებისა და ტექნოლოგიების უნიკალური ძლიერი მხარეების გარშემო. მათ უნდა შექმნან შესაძლებლობები თანამშრომლებისთვის, მისცენ საშუალება ითანამშრომლონ AI-თან ისე, რომ გააძლიერონ საკუთარი ავტონომია და ოსტატობის გრძნობა, განცდა, რომ სამუშაო მათ განვითარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.
AI ჩათვალეთ ინსტრუმენტად
და არა ადამიანების ჩანაცვლების ფუნდამენტურ საშუალებად. ეს არაა მხოლოდ ავტომატიზაციის ხელსაწყო, არამედ თანამშრომელთა განვითარების ერთ-ერთი გზა.
წყარო: HBR