ციფრული კომუნიკაციებით გაჯერებულ ეპოქაში United States Postal Service (USPS) ხელშესახები დიზაინის ძალას შეგვახსენებს. მომსახურების 250 წელს ზეიმობს. განახლებულ ვიზუალურ იდენტობასა და სამახსოვრო საფოსტო მარკების სერიას გვაცნობს, რომლებიც, თავის მხრივ, მის მემკვიდრეობას მიაგებს პატივს და მომავალს ეხმიანება.
საიუბილეო ამბის ცენტრალურ ნაწილს Eagle in Flight-ის სიმბოლოს შემოტანა წარმოადგენს — Turner Duckworth-ის სააგენტოსთან თანამშრომლობით შექმნეს და იგი USPS-ის თეთრთავიანი არწივის იმ სიმბოლოს ანაცვლებს, რომელიც ბრენდს 1970-იანი წლებიდან ემსახურება.
ახალ დიზაინშიც ფრენისთვის გამზადებულ არწივს ვხედავთ, რომლის ფრთები თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას ემსახურება. რა თქმა უნდა, არწივი USPS-ის ტრადიციულ წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. ეს თანამედროვე ინტერპრეტაცია კი ორგანიზაციის ისტორიულ წარსულს მომავლის ხედვას უკავშირებს.
რაც შეეხება სამახსოვრო საფოსტო მარკების სერიას, დიზაინი USPS-ის არტ დირექტორმა ანტონიო ალკალამ შეიმუშავა. თითოეული მარკა თეთრ ფონზე შესაბამისი სამხედრო შტოს ემბლემას გამოსახავს წარწერებით: 250 Years of Service, Since 1775 და Forever/USA.
გარდა საფოსტო მარკების სერიისა, USPS-ის საიუბილეო ინიციატივები მოიცავს ლიცენზირებულ სამაგიდო წიგნს The United States Postal Service: An American History და სხვადასხვა ბრენდირებულ პროდუქციას. ასე კი მხოლოდ ორგანიზაციის ისტორიას კი არ ზეიმობენ, არამედ მის ერთგულებას წარმოაჩენენ დიზაინისა და სთორითელინგის მიმართ.
„ჩვენი დიდებული ნაციის დამფუძნებლებმა საფოსტო სერვისების დაარსების საჭიროება აშშ-ის დაბადებამდე დაინახეს, მანამ, სანამ თავად ქვეყანა ჩამოყალიბდებოდა. მას შემდეგ, ჩვენმა უნივერსალურმა საფოსტო სისტემამ მეგობრობის, ოჯახებისა და საზოგადოების კავშირები გააძლიერა“, — განმარტავს დაგ ტულინო, USPS-დან.