in

საყოველთაო პლატფორმა განათლებისთვის – Uteach – სომხური სტარტაპი 500 Global-ზე

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

Uteach – ერთ-ერთი სტარტაპია იმ თორმეტთაგან, რომელიც 500 Global-ის წლევანდელ აქსელერაციაში შეირჩა. ეს არის სომხეთში შექმნილი ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა საგნის მცოდნეებს კურსების ერთ პლატფორმაზე განთავსებისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს. მასზე ყველა პროცესი ავტომატიზებულია, ამიტომ მომხმარებელს დროის უმეტესი ნაწილი ეზოგება. აქ განთავსებულია ვიდეოკურსები, ცოცხალი სესიები, ვიქტორინები და სერტიფიკატები. ის ასევე მარკეტინგულ ინსტრუმენტებსაც მოიცავს.

თუ რატომ იღებს მონაწილეობს სტარტაპი 500 Global-ის პროგრამაში, მისი თანადამფუძნებლის, შუშანიკ შაჰბაზიანისგან შევიტყობთ. 

M: შუშანიკ, უპირველს ყოვლისა, გვითხარით, როგორ დაარსდა თქვენი სტარტაპი?

Uteach-ის შექმნის იდეა ჩემს ბიზნეს პარტნიორს, ჰრაირს გაუჩნდა, როდესაც სამსახურში, ოფისში იჯდა მოწყენილი იმის გამო, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო რეგულაციები გამოაცხადა. მას საგანმანათლებლო პლატფორმებზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და ჩათვალა, რომ ეს სწორი დრო იყო სტარტაპის დასაწყებად. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან EdTech-მა სწრაფად დაიწყო ზრდა კორონავირუსის შემდეგ.

M: რით არის თქვენი პროდუქტი ინოვაციური და სხვებისგან გამორჩეული?

ის, რაც Uteach-ს უნიკალურს ხდის, არის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა განათლების პროვაიდერებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, კურსის შემქმნელი ხართ, სასწავლო ცენტრი, აკადემია თუ უნივერსიტეტი, Uteach-ის გადაწყვეტები ყველაზე ვრცელდება. ის ყველაზე მორგებულ საჭიროებებს გთავაზობთ – დაწყებული ვებსაიტის შექმნიდან, ონლაინ გადახდებით, ადგილობრივი ენებით, მარკეტინგული ინსტრუმენტებითა და მონაცემთა შეგროვებით დამთავრებული. 

M: რას გვეტყვით 500 Global-ში მონაწილეობაზე: რით არის ეს პროგრამა თქვენთვის საინტერესო?

Uteach არის სტაბილური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული სწავლების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ადამიანისა თუ ბიზნესის მოზიდვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ მიზნებს და არ გავუშვათ ხელიდან არცერთი შესაძლებლობა, რაც ახალი უნარების გამომუშავებაში დაგვეხმარება. ეს პროექტიც შესანიშნავი შესაძლებლობაა ცოდნის შეძენისა და მისი პრაქტიკაში გამოყენებისთვის. ამასთან, მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 500-ის დამფუძნებლების გაცნობა, საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და პარტნიორების გლობალურ ქსელზე წვდომის შესაძლებლობაა.

M: თქვენი აზრით, როგორ დაგეხმარებათ პროგრამა სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

ჩვენ Uteach-ის განვითარებაზე ყოველდღე ვმუშაობთ. ეს პროგრამა უფრო დაგვეხმარება ამის ჭკვიანურად და სწრაფად გაკეთებაში. როგორც ყოველი სტარტაპი, ჩვენც უამრავ ტესტს ვატარებთ, რათა საუკეთესო ბაზარი ვიპოვოთ ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უნიქორნები გავხდეთ და გვჯერა, რომ 500 Global ხელს შეგვიწყობს ამ მიზნების განხორციელებაში.

Saatchi & Saatchi-ის ახალი რეკლამა პაციენტის „გულში გვამოგზაურებს“

„სამთო ტურიზმის დღესასწაული“ – Highlander Georgia 2023 წლის სეზონისთვის ემზადება!