in

როგორ შეუწყო ხელი uTorrent-მა ფასიან კონტენტზე უფასო წვდომას ხელი

თუკი ოდესმე ინტერნეტიდან პროგრამა ან სხვადასხვა ფაილი ისე გადმოგიწერიათ, რომ ფულის გადახდა არ დაგჭირვებიათ, ეს პროგრამა/ფაილი დიდი ალბათობით, ტორენტია. ტორენტი არის ფაილების ნაკრები, რომელთა შიგთავსიც ერთი ციფრული პროდუქტით სარგებლობას ბევრ ადამიანს აძლევს. მისი გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლები წლების განმავლობაში უფასოდ ახერხებდნენ სხვადასხვა ფასიანი პროდუქტით სარგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს განვითარებულ ქვეყნებში უკანონოა, ტორენტებს მთელი მსოფლიოს ინტერნეტ-ტრაფიკის ნახევარზე მეტი უჭირავს. ტორენტების, სავარაუდოდ, ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პლატფორმაა uTorrent. მაშ ასე, სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.

ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელსაც მილიონობით ადამიანი გამოიყენებს მსოფლიოს გარშემო, დეველოპერების უმრავლესობისთვის მხოლოდ ოცნებაა. ტორენტული კონტენტის გამოცდილმა მაძიებლებს ახსოვთ ლუდვიგ სტრიგეუსი – შვედი პროგრამისტი, რომელმაც ამ ოცნების ასრულება ერთხელ კი არა, ორჯერ შეძლო. სწორედ ლუდვიგის ქმნილებაა uTorrent – ციფრული პლატფორმა ფაილების მიმოცვლისთვის.

ტორენტული პროგრამული უზრუნველყოფა ლუდვიგ სტრიგეუსმა 2005 წელს შექმნა, რათა მომხმარებლებისთვის ჩამოტვირთვები გაემარტივებინა. საწყის ეტაპზე, მას ჰქონდა ჩაშენებული ვებგადამისამართება საძიებო მოთხოვნებისთვის, ხოლო საძიებო ველში რეკლამის განთავსება იყო შესაძლებელი. პროგრამული უზრუნველყოფის მომდევნო ვერსიას, რეკლამების ნაცვლად, დაემატა ფუნქცია „ყველა საიტის ძიება“. ეს გახლავთ საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული საძიებო ზოლი, რომელიც აწვდის ტორენტ ფაილების ჩამონათვალს სხვადასხვა ტრეკერზე. ზედა ჩარჩო აჩვენებს რეკლამებს (სერვერის მხარეს) ბრაუზერში, როდესაც ძიების ფუნქცია გამოიყენება. uTorrent-ის 1.5 ვერსიაში, უშუალოდ პროგრამაში რეკლამები აღარ იყო წარმოდგენილი. დროთა განმავლობაში, პლატფორმამ გამოწერის სისტემა დანერგა და განსხვავებული სატარიფო გეგმა შესთავაზა მომხმარებლებს.

ლუდვიგი, ასევე, Spotify-ის პროგრამული უზრუნველყოფის სულისჩამდგმელია. Spotify-მ uTorrent მილიონ დოლარზე ნაკლებად შეიძინა. მოგვიანებით კი, ის BitTorrent-ს მიყიდა, ხოლო ლუდვიგმა $100 მილიონი გამოიმუშავა, Spotify-ის გაშვების შემდეგ.

სტრიგეუსის უნარები სათანადოდ დაფასდა. 2020 წელს, შვედეთის კურსდამთავრებულ ინჟინერთა ასოციაციამ მას პრესტიჟული ჯილდო გადასცა. ეს ჯილდო კანდიდატს მაღალი დონის ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის გადაეცემა ხოლმე.

uTorrent-ის გაყიდვის შემდეგ, მას ბრამ კოენი ხელმძღვანელობდა. მან ტორენტების პოპულარიზაციის აქტიურ მცდელობაში, დაივიწყა საავტორო უფლებების ფაქტორი, რასაც საპასუხო რეაქცია მოყვა. უკმაყოფილების ფონზეც კი, uTorrent პოპულარული გახდა ფართო საზოგადოებაში, თუმცა მისი შემოსავლიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ეტაპობრივად, uTorrent-მა მეკობრული კონტენტის გავრცელებისგან გამიჯვნაც ცადა, თუმცა კვლევების მიხედვით, ბაზრის 70%-ზე ის კვლავაც ინარჩუნებს პოპულარობას.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

თბილისში გამართული .Net Hackathon-ის 3 გამარჯვებულის მოსაზრებები — ინტერვიუ

სიხარული მაშინაა ნამდვილი, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ