in

კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებელს IT მომსახურების კომპანია UTS?! 

„იუ თი ესი მომხმარებელს კომპლექსურ IT გადაწყვეტილებებს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემებსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში პროვაიდერულ მომსახურებას სთავაზობს. როგორც თავად ამბობენ, კომპანიის შექმნა, ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ისახავდა მიზნად.

 

მარიამ ცირეკიძე ( „იუ თი ესის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი): შპს „იუ თი ეს“ დაარსდა 2013 წელს და დღეს წარმოადგენს სწრაფად მზარდ გუნდს, დიდი შესაძლებლობებით „იუ თი ესი“ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს, კომპლექსური IT გადაწყვეტილებების ფართო არჩევანს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემებსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში პროვაიდერულ მომსახურებას.

ვისთვისაა თქვენი მომსახურება? 

ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველას ვისაც სურს პირადი ან/და კომპანიის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა – გაუმჯობესება, თანამედროვე სატელეფონო სისტემაზე გადასვლა, რომელიც შეამცირებს გამოტოვებულ ზარებსა და გაწეულ ხარჯებს, გაამარტივებს შიდა კომუნიკაცია და ქალაქის ნომრის გამოყენების საშუალებას მისცემს, როგორც მობილური ტელეფონით, ისე კომპიუტერის „დესკტოპის“ საშუალებით.

ამ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა . . . 

ბაზარზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები როგორიცაა, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (ანალიტიკური შესაძლებლობებით), საბარათე და თანამშრომლების დასწრების აღრიცხვის სისტემები, გზის ბარიერებისა და შლაგბაუმების სისტემები, ე.წ. ჭკვიანი პარკირების სისტემები, სატელეფონო ქოლ ცენტრის მოწყობა და CRM სისტემებთან ინტეგრაცია ყოველდღიურობის ნაწილი გახდა კომპანიებისათვის. მათი დახმარებით ხომ მონიტორინგისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას აწარმოებენ. ჩვენი კომპანიის საქმისადმი სწორი მიდგომა, კონკურენციას უწევს სხვა დანარჩენ ძლიერ კომპანიებს. ბაზარზე ყოფნის პერიოდში, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ პრიორიტეტების სწორად გადანაწილებით, ჩვენი კლიენტები წარმატებას უმოკლეს დროში აღწევენ. „იუ თი ესისთან“ თანამშრომლობით ისინი ზოგავენ დროს, ფულს და იძენენ ერთგულ პარტნიორებს.

რა არის „იუ თი ესის“ უპირატესობა, ასეთი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელმა რატომ უნდა აირჩიოს თქვენი კომპანია? 

ჩვენი კომპანიის „ჰიბრიდული მოდელი“ შესაძლებლობას გვაძლევს, გვქონდეს მისაღები ფასები. ყოველი სამუშაო დღე ორიენტირებულია ნებისმიერი სირთულის პროექტი შესრულდეს ხარისხიანად, დროულად, მარტივად, ამაში ხელს გვიწყობს ის ფაქტორიც, რომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან, როგორიცაა: Dell, HP, Cisco, IBM, Juniper, Grandstream. ტელეკომუნიკაციის მიმართულებით კი ჩვენს აბონენტებს, ჩვეულებრივი ქალაქის სატელეფონი სისტემისგან განსხვავებით, ვთავაზობთ წვდომას განხორციელებული ზარების სტატისტიკურ მონაცემებთან, ავტომატური გამავალი ზარების – აუტოდაილერის ფუნქციას, შემომავალ ზარებზე რიგის დაწესებას; ზარების გადამისამართებას მობილურ ტელეფონზე; სამართავ პანელს; ზარების მარშრუტიზაციას ფილიალების, სამუშაო და არასამუშაო საათების მიხედვით, უფასო IT მხარდაჭერას /ტექნიკურ მონიტორინგს, პერსონალური მენეჯერის მომსახურებას 24/7-ზე.

[R]

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე – ლოგო და საკომუნიკაციო კამპანია

8 ტექნოლოგია, რომელიც ყოველდღიურობას უფრო ფუტურისტულს ხდის!