ჩავთვალოთ, რომ უცხოპლანეტელთა ცივილიზაცია ვართ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც ცდილობს, ირმის ნახტომის გალაქტიკაში სხვა ცივილიზაციებსაც დაუკავშირდეს… სად დააყენებდით თქვენს შუქურას? ალბათ, სახლთან ახლოს, არა?
როგორც ამბობენ, გალაქტიკის ცენტრი, რომელიც შთამბეჭდავი რეგიონია სუპერმასიური შავი ხვრელის, Sagittarius A*-ს ირგვლივ, საუკეთესო ადგილს წარმოადგენს ირმის ნახტომში განმეორებითი რადიო სიგნალების გასაგზავნად. ამ სიგნალების მოსაძებნად კი გზა კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა შეიმუშავა.
BLIPSS-ის პროექტი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ მოძებნოს და გააძლიეროს უცნაური იმპულსების მქონე რადიო ემისიები გალაქტიკური ცენტრიდან, რაც შეიძლება უცხოპლანეტელთა გზავნილებსაც წარმოადგენდეს. თუმცა გალაქტიკის ცენტრიდან მომდინარე ხმებში ხელოვნური სიგნალის ამოცნობა საკმაოდ მნიშვნელოვანი და არც ისე მარტივი ამოცანაა.
საინტერესოა ისიც, რომ დედამიწაზე ჩვენ პულსის მქონე სიგნალებს ისეთი აპლიკაციებისთვის ვიყენებთ, როგორებიცაა დისტანციური რადარები და თვითმფრინავების ნავიგაცია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათი გაგზავნა ბევრად უფრო შორსაც შეიძლება…
კონკრეტულ შემთხვევაში კი BLIPSS იყენებს იმას, რაც ცნობილია, როგორც „სწრაფი დაკეცვის ალგორითმი“ — მაღალი მგრძნობელობის მქონე საძიებო ტექნიკაა, რომელიც პერიოდულ სიგნალებს ადგენს. ადრე კი მას მეცნიერები პულსარის ვარსკვლავების მოსაძებნად იყენებდნენ, რომლებიც სწორედ სინათლის პერიოდულ პულსებს ასხივებს. თუმცა ამჯერად ალგორითმს განსხვავებული დავალება მისცეს — რადიო კვლევების ბაზა, რომელთა შორისაც 7 და 11.2-საათიანი გალაქტიკის ცენტრის კვლევაც იყო.
მკვლევრებმა თავიანთი პროგრამა პულსარებზე გამოცადეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მას შეეძლო ზუსტად იმ სიგნალების დადგენა, რომლებსაც ეძებდნენ. როგორც ამბობენ, ამ მცდელობამ კონკრეტულ შემთხვევაში სიგნალების დადგენა ვერ შეძლო, მაგრამ ტექნიკის ეფექტურობა ნამდვილად დაადასტურა. სწორედ ამიტომ, გუნდი იმედოვნებს, რომ მის გამოყენებას კონკრეტული მიზნისთვის უახლოეს მომავალში შეძლებენ…