ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსთან გამკლავება შესაძლებელია ულტრაიისფერი სინათლის დიოდებით – UV-LED. მისი სავენტილაციო და კონდიცირების სისტემაში გამოყენებით, ჰაერის დეზინფექცია ეფექტურია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა მეტრო, თვითმფრინავი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი სხივების ვირუსების მოსაკლავად გამოყენება ახალ იდეას არ წარმოადგენს. XX საუკუნის 30-იან წლებში ეპიდემიოლოგმა ულიამ უელსმა ულტრაიისფერი ერმიციდული დასხივების შედეგად მიკროორგანიზმების მოკვლის შესაძლებლობა აღმოაჩინა. მალევე სკოლებში წითელას გავრცელების შესამცირებლად ვერცხლისწყლის ნათურა (UV mercury-vapor lamps) გამოიყენეს. 1990-იან წლებში კი – უსახლკაროთა თავშესაფრებში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ.
უახლესი UV-LED ნათურები დიდ ენერგიას საჭიროებს, რაც მისი მეშვეობით შექმნილ სადეზინფექციო აპარატს ძვირადღირებულს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალი კვლევა მიზნად ისახავდა ტალღის სიგრძის დიაპაზონის აღმოჩენას, რომელშიც UV-LED-ები ყველაზე ეფექტურად კლავს კორონავირუსებს.
მართალია, ექსპერიმენტი არა უშუალოდ Covid-19-ზე არამედ HCoV-OC43-ზე ჩატარდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ორი ვირუსი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
წყარო: Bigthink











