ამბობენ, რომ დიზაინის ინდუსტრიაში დღეს წარმოსახვის წარმოუდგენელი მარცხს განვიცდით… როგორც დიზაინერებმა, შევწყვიტეთ კრეატიული გზების გამოყენება იმაზე ფიქრისას, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი სამუშაო ადგილი… ყოველთვის გვაქვს სტატუს-კვოს გამოწვევის შესაძლებლობა, მაგრამ გამუდმებით თავს ვიკავებთ. საკუთარ თავს უიმედოდ ყოფნის პრივილეგიასაც კი ვანიჭებთ… და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?
თუმცა მანამდე, მოდით, განვსაზღვროთ, რა არის წარმოსახვის საფუძველი? ცნობისმოყვარეობა, რათა გავიგოთ, რა არის და რა შეიძლება გახდეს. ეს მყარი რწმენაა იმისა, რომ ალტერნატივები არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შეუძლებლად გეჩვენებათ კონკრეტული ცვლილება. წარმოსახვა არც ფანტასტიკური ჟანრის ფილმის პოსტერს მოგაგონებთ, იგი ყოველდღიურ წინააღმდეგობებს ეხება, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ, რაც უნდა დაღლილები ვიყოთ.
დიახ, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ UX-თან ერთად მრავალი ფორმაც შეიძლება მიიღოს… კვლევის დროს სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებიც გამოჰკითხეს, ახლა კი იმას გაგიზიარებთ, რასაც რესპონდენტები მათივე წარმოსახვის „საიდუმლოს“ უწოდებენ.
მომხმარებლის შიდა კვლევის სესიების მიზნის ხელახლა განსაზღვრა
მომხმარებელთა კვლევისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, შესაძლოა, აქციონერისგან იმ გადაწყვეტილების შესყიდვა იყოს, რომელიც კომპანიის ძირეულ ხაზს მყისიერად არ მოუტანს სარგებელს. მაგრამ რა მოხდება, თუ დიზაინერების ნაცვლად, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ მომხმარებლებს, მომხმარებლები გააქტიურდებიან? ერთ-ერთი გზა ამ ტრანსფორმაციის მისაღწევად ჩვენივე კვლევის მეთოდების სტრატეგიულად არჩევა შეიძლება იყოს.
მაგალითად, როცა მომხმარებელთა შიდა კვლევა კეთდება (მონაწილეები იმ ორგანიზაციის თანამშრომლებიც არიან, რომლებისთვისაც მუშაობენ) მონაცემების შესაგროვებლად ხშირად ინდივიდუალური ინტერვიუები ტარდება. ეს მეთოდოლოგიური არჩევანი მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად კეთდება, თუმცა ამასთან, ზღუდავს იმის გაგებას, თუ რამდენად სისტემატურია მათი „მტკივნეული წერტილები“. მათთვის გამოწვევას კი ხშირად ინდივიდუალური საჭიროებები კი არ წარმოადგენს, არამედ არსებული სამუშაო პირობები.
ხოლო ამ საკითხის უკეთ განსაზღვრა ფოკუს ჯგუფებითა და იმ მეთოდებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც ჯგუფურ მოდელებს ეფუძნება. მსგავს მეთოდოლოგიაზე გადასვლა კი თქვენთვის შესაძლებლობების სივრცეს გახსნის და დასაქმებულებსაც უბიძგებს, მათივე სამსახურებრივი გამოცდილება გარდაქმნან.
დამატებითი გამძლეობის შეთავაზება პროდუქტებზე, რომლებიც ბოროტად გამოუყენებიათ
დიზაინერებს არ შეუძლიათ, გააკონტროლონ ის საზიანო ქცევა, რომლებსაც მომხმარებლები ერთმანეთის მიმართ სჩადიან… დიზაინერთა მრავალი გუნდი მიმართავს უსაფრთხოების ფუნქციებს, რათა მომხმარებლებს საზიანო ინტერაქციებისგან დაცვაში დაეხმარონ. აქ კი პრობლემა ის არის, რომ უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ მსხვერპლს ეკისრება. მსგავსად, ჩვენ ვერ ვხვდებით, რამდენად იწვევს ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მახასიათებელი გარკვეულ საზიანო ქმედებებს. ეს კი ზუსტად ის სფეროა, სადაც დიზაინერებს შეუძლიათ, პროდუქტებს მეტი გამძლეობა შემატონ.
პროექტის მართვის პროგრამებში ბოტების დამატებაა შესაძლებელი, რომლებიც გეტყვით, მაგალითად, ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინება თუ გაუგზავნა. აქვე სხვა ხელსაწყოებიც არსებობს, რომლებიც მომხმარებლებს მავნე ქცევებზე შეატყობინებს. ვიდეო ზარების პლატფორმები კი იმის მოქნილობას გვაძლევს, რომ მაგალითად, შეხვედრაზე შემოსვლა უფრო მკაცრად გავაკონტროლოთ და ე. წ. Zoom bombing-იც თავიდან ავიცილოთ.
ეს მაგალითები გვაჩვენებს, როგორ შეუძლიათ პროფესიონალებს, ჩვენი სამსახური უფრო უსაფრთხო და სამართლიანი გახადონ. მართალია, კონკრეტული სტრატეგიები პოლიტიკასა თუ ბიზნეს მოდელებს სოციალურ დონეზე არ ეხება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ასე შვება მოვუტანოთ ჩვენივე მოწყვლად მომხმარებლებს…