in

„თიბისი IT აკადემიაში“ UX-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

„თიბისი IT აკადემიაში“ UX-ის (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება)  კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. 3-თვიან ინტენსიურ პროგრამაზე სწავლა უფასოა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს აერთიანებს. მას საზღვარგარეთიდან მოწვეული მენტორები გაუძღვებიან.

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები ახალ პროფესიას შეიძენენ და UX-ის დამწყები სპეციალისტის საჭირო უნარებს და ცოდნას მიიღებენ.

„თიბისი IT აკადემია“ 2019 წელს დაარსდა, ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.  აკადემიის მიზანია ერთი მხრივ,  ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარება, რაც  პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მეორე მხრივ, კი ქვეყანაში ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება“, – ამბობს აკადემიის მენეჯერი ზურა პერტაია.

აკადემიაში სწავლება Front-end და Back-end development ის მიმართულებით უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა, ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმდა.

რაც შეეხება უშუალოდ UX კურსს – ის Boot Camp-ის სახის ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. 4 საათიანი ლექციები ყოველ სამუშაო დღეს ჩატარდება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ. პროგრამა  UX-ის გარდა, iOS და Android დეველოპმენტის კურსებსაც მოიცავს. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად მოხდება.

2020 წელს აკადემიაში  200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და ინიციატივის განხორციელებაც.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა  შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:    

UX- https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7

IOS Bootcamp- https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7;

Android  Bootcamp –  https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8.

[R]

იქ, სადღაც, არსებობასა და არარსებობას შორის.. – ბენ ზენკის შემოქმედება

სწავლების ახალი პლატფორმა BTU-სგან – პროფესორის და სტუდენტის ციფრული ასისტენტი