in

UX – მობილური დეველოპმენტის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი

2021 წლის პირველ კვარტალში Android-ისა და Apple-ის მომხმარებლებს ერთად ჰქონდათ წვდომა 5,4 მილიონ აპლიკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ოპერაციული სისტემა რეგულარულად აშორებს დაბალი ხარისხის აპებს მათი მაღაზიებიდან, აპლიკაციების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ზღვა კონკურენტების ფონზე, როგორ გამოარჩევთ თქვენს აპლიკაციას? საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი აპლიკაციის პერსონალიზაცია ყველა მომხმარებლისთვის უნდა იყოს გათვლილი – ეს გზას უხსნის მომხმარებლის განსაკუთრებულ გამოცდილებას.

მობილური აპლიკაციის განვითარება ფოკუსირებული უნდა იყოს მომხმარებელზე და მათ უნიკალურ გამოცდილებაზე. მომხმარებელთა შენარჩუნებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ღირებულების გასაზრდელად, მათი თქვენს აპლიკაციაში მოგზაურობის ყველა ასპექტი მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებს მოარგეთ – შეტყობინებებიდან დაწყებული, პროდუქტის ჩვენებამდე.

რა არის მომხმარებლის გამოცდილება?

მომხმარებლის ინტერფეისი (UI, User Interface) და მომხმარებლის გამოცდილება (UX, user-experience) ერთად მუშაობენ მომხმარებლის მოგზაურობის გამარტივებისთვის ციფრულ პროდუქტებში. ინტერაქციული UX-ის ოპტიმიზაციისთვის, დიზაინერებმა და მარკეტერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ხელმისაწვდომობაზე, ეფექტურობაზე, აღმოჩენასა და პერსონალიზაციაზე.

ციფრები არ იტყუება!

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა აბსოლუტური 88% შეიძლება არ დაუბრუნდეს აპლიკაციას ან ვებსაიტს ცუდი გამოცდილების შემდეგ. მარკეტერების 63% ამბობს, რომ მათი კომპანიების კონვერტაციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მეტად პერსონალიზებული გახადეს აპლიკაციები.

როგორ უნდა გახდეს მობილური აპლიკაცია ე.წ. user-friendly?

დეველოპერებმა და მარკეტერებმა  ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ მომხმარებლის შესანიშნავი გამოცდილება. ნებისმიერი აპლიკაციის შექმნისას მიზნად დაისახეთ შემდეგი ძირითადი ფუნქციები, რათა უზრუნველყოთ საუკეთესო გამოცდილება:

ერთიანი დიზაინი

აპები, რომლებიც რთულია მოსახმარად, ნავიგაციისთვის, აშინებს მომხმარებელს. მოერიდეთ ზედმეტ არეულობას და შეინარჩუნეთ დიზაინის თანმიმდევრულობა. დიზაინის უახლესი ტენდენციების დაცვა დაეხმარება თქვენს ბრენდს დარჩეს აქტუალური და მოთხოვნების შესაბამისი.

ელემენტები

ელემენტები, როგორიცაა ხატულები, ღილაკები და სიმბოლოები, ხელს უწყობს ნავიგაციასა და მოქმედებების შესრულებას, მაგრამ ისინი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნაცნობია. მაგალითად, კალათის ხატულა გლობალურად აღიარებულია, როგორც სიმბოლო თქვენ მიერ დამატებული პროდუქტების სანახავად. შესაბამისად, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მიჰყევით იმას, რასაც თავად მომხმარებლები აღიარებენ.

ანიმაცია

ანიმაციასა და ილუსტრაციებს მეტი კრეატივი შემოაქვთ აპლიკაციაში. მორგებული გრაფიკა, ვიზუალი და 2D ან 3D ილუსტრაციები ინფორმაციას მარტივად და სახალისოდ გადმოსცემს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ურთიერთქმედებასა და ჩართულობას.

კონტენტის ხარისხი

მაღალი ხარისხის კონტენტი მომხმარებლის შესანიშნავი გამოცდილების მიწოდების გასაღებია. მობილური აპლიკაციის კონტენტს, რომელიც წარმოდგენილია სიუჟეტის ფორმატში, აქვს ძალაუფლება, გამოიყენოს მომხმარებლების ემოციები, შეინარჩუნოს მათი ინტერესი და ნათელი გახადოს თქვენი შეთავაზება. კონტენტის პერსონალიზაცია ამაღლებს შეხების ყველა წერტილს, აუმჯობესებს ჩართულობასა და ვიზიტორების შენარჩუნებას.

ვიდეო კონტენტი

ვიდეო არის ეფექტური საშუალება ინფორმაციის სწრაფად და მიმზიდველად გადასაცემად. ამბობენ, რომ ერთი სურათი 1000 სიტყვას უდრის. თუ ეს ასეა, წარმოიდგინეთ რამდენის თქმა შეგიძლიათ მოძრავი სურათით! უმოკლეს კლიპსაც კი შეუძლია მყისიერად გადმოსცეს თქვენი ბრენდის გზავნილი, ღირებულებები და უპირატესობები.

მომხმარებლის ჩართულობა და შენარჩუნება

როდესაც მომხმარებლები სტუმრობენ თქვენს აპლიკაციას, მხოლოდ რამდენიმე წამი გაქვთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენისთვის. მომხმარებლები გააგრძელებენ თქვენს ბრენდთან თანამშრომლობას, თუ ის საინტერესო იქნება. თუ არა, ისინი აირჩევენ სხვას. მნიშვნელოვანია, პირველივე კონტაქტის წერტილიდან ჩამოგიყალიბდეთ ურთიერთობა მომხმარებელთან.

რეიტინგი

მომხმარებლის რეიტინგები და მიმოხილვები განსაზღვრავს აპების რეიტინგს ნებისმიერ ოპერაციული სისტემის აპლიკაციების მაღაზიაში. მიეცით საშუალება, რომ შეგაფასონ. ისევ და ისევ – მოსახერხებელი ინტერფეისი და მომხმარებლის შესანიშნავი გამოცდილება არის ძირითადი გავლენა რეიტინგებზე.

ბრენდის იმიჯი

გაითვალისწინეთ, რომ ცუდად აწყობილი აპლიკაცია თქვენს იმიჯზე დიდ გავლენას ახდენს. მომხმარებელს აღარ სჯერა იმ ბრენდის, რომელსაც ელემენტარულად, აპლიკაცია ვერ გაუმართავს ისე, როგორც საჭიროა. მომხმარებელი ნიშნავს ბევრ ახალ მომხმარებელს, რადგან ისინი პროდუქტებს სხვებსაც ურჩევენ, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ყველა დეტალს, როცა აპლიკაციაზე მუშაობთ.

დრო და ფინანსები

ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დროისა და ფინანსების დაზოგვა. არ დაზოგოთ ბიუჯეტი თავიდანვე სწორი და კარგი აპლიკაციის აწყობაში, რადგან მომხმარებლის ცუდი გამოცდილება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. აწყობილი აპლიკაციის გამოსწორებას მეტი დრო და თანხა დასჭირდება.

გაზრდილი კონვერტაციები

მასშტაბური აპლიკაციის შექმნით, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის ქცევასა და პრეფერენციებს, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას პერსონალიზებული კონტენტი. ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც იზიარებს იმას, რისი ნახვაც მომხმარებლებს სურს, უნივერსალურად მორგებული ყველა მომხმარებელზე, სწრაფად მოიპოვებს მიმზიდველობას ხალხში. 

ტექნოლოგია მუდმივად იცვლება. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მათ ციფრულ გამოცდილებაზე. იმისათვის, რომ დარჩეთ აქტუალური, ტენდენციური და თანმიმდევრული, გჭირდებათ სწორი ინსტრუმენტები. ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება UX-ის მართვას.

50 რჩევა თქვენი გონებრივი პოტენციალის გამოსაყენებლად

ეს სათვალეები ახლომხედველობას მკურნალობს