ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, მალე ჯადოსნობაც აღარ გაგვიკვირდება… ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ Invisibility Shield Co. მინა ისეთი ტექნოლოგიით შექმნა, რომელიც ყველაფერს უჩინრად აქცევს…
ფარის ეფექტი საკმაოდ შთამბეჭდავია. მასზე არსებული ლინზების წყება ფარის უკნიდან წამოსულ სინათლეს, ობიექტის გამოსახულებას წარმატებით ამრუდებს და ფარის წინ მყოფი დამკვირვებლისგან შორს ფანტავს. ლინზები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, რათა დასამალი ობიექტიდან არეკლილი სინათლე ზემოთკენ მიმართოს, ზემოთ აირეკლოს და არა პირდაპირ.
ამ შედეგის მისაღებად ლინზის მრავალი ფორმა, სიღრმე თუ კუთხე გამოცადეს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათთვის საჭირო ტექნიკა ტოქსიკურ დანამატებსაც კი არ საჭიროებდა, რასაც აქამდე მსგავსი ეფექტის მისაღებად ხშირად იყენებდნენ… ფარი საუკეთესოდ მუშაობს ერთგვაროვან ზედაპირზე, როგორიცაა ფოთლები, ბალახი, ქვიშა და ცა. თუმცა, როგორც ამბობენ, არაერთგვაროვანი ზედაპირისთვისაც კარგ შედეგს გვაძლევს, იქნება ეს ხაზები, რელსები თუ სხვა.
უხილავი მინა მხოლოდ ოპტიკაზე მუშაობს და ამისთვის დამატებითი ენერგიის წყაროც არ არის საჭირო. გადასაადგილებლადაც საკმაოდ მარტივია. ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპერატურისადმი გამძლე მასალისგან მზადდება და გარე გამოყენებისთვის კიდევ უფრო კომფორტული ხდება.
კომპანია ფარის 2 ზომას გვთავაზობს — 3×2-ინჩიანი, საკმარისი იმისათვის, რომ ზრდასრული ადამიანი დაიფაროს, რაც 394 დოლარი ღირს და 12×8-ინჩიანი უხილავი მინა, რომელსაც 65 დოლარად აფასებენ. როგორც ამბობენ, უკვე ბევრი ადამიანი ყიდულობს უხილავ ფარს, ახლა კი საინტერესოა, რა მიზნით გამოიყენებენ მას…












