in

უყურეთ მის ხელებს და გაიგეთ, რას ამბობს გული – Biss–ის ახალი ვიდეორგოლი

ხელებს იმაზე გაცილებით მეტის გამოხატვა შეუძლიათ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. უბრალო მარტივი ჰაეროვანი მოძრაობებით უფრო მეტის მოყოლაა შესაძლებელი, ვიდრე სიტყვებით. ეს ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი ვიდეო, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არ ჰგავს სარეკლამო რგოლს, კოსმეტიკურ ბრენდ Biss-ს ეკუთვნის და მისი ახალი ფრჩხილის ლაქის დემონსტრირებისთვისაა.

ვიდეოს მთავარი პერსონაჟი სმენადაქვეითებული ულამაზესი გოგონაა, რომელიც საოცრად დახვეწილი ხელის სულ რამდენიმე მოძრაობით მის შთამბეჭდავ ისტორიას ძალიან ემოციურად გადმოსცემს. გოგონას არ ესმის, მან არ იცის, როგორია საკუთარი ოჯახის წევრების ხმა, მუსიკა, ხმაური, და ა.შ, მაგრამ  ესმის ის, რაც ყველაზე მთავარია – საკუთარი გულის ცემა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანის საუბარს ვერ გებულობს ეს მის თვითშეფასებას, საკუთარი თავის რწმენას სრულებით არ ეხება, პირიქით, ის საკმაოდ თავდაჯერებულია და ძლიერი. მისთვის საუბრის ერთადერთი საშუალება ხელებია, რომლებსაც არანაკლებ ემოციურად შეუძლიათ იმ სათქმელის გადმოცემა, რაც პირდაპირ გულიდან მოდის. ამიტომ უყურეთ მის ხელებს და ეცადეთ გაიგოთ, რას ამბობს მისი გული, ეს საკმაოდ მარტივია.

 

11 ოქტომბრიდან “ბიზნეს ეტიკეტი და საერთაშორისო პროტოკოლი” – Radisson BLU Iveria-ში

მაგსის ბურგერი – გემრიელი კონკურსი თბილისში !