in

„ასტონ მარტინის” ახალი V12 vantage შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და მაშინვე გაიყიდა

ავტომობილების ცნობილმა ბრენდმა, „ასტონ მარტინმა” შეზღუდული რაოდენობით ახალი მოდელი, V12 წარმოადგინა. მანქანა მხოლოდ 333 ერთეული გამოვიდა და მისი იდეა სპორტული ავტომობილების 15-წლიან ისტორიას ასახავს. მოდელი უზრუნველყოფილია კომპაქტური და მძღოლზე ორიენტირებული აღჭურვილობით, შესანიშნავი შესრულებითა და მართვის ხარისხით. აღსანიშნავია, რომ სანამ მანქანის ოფიციალური წარდგენა დაიწყებოდა, 333-ივე ერთეული ამოიყიდა.

ამ მოდელის ძველი ვარიანტი 2007 წელს გამოვიდა, რომელიც მძღოლებს ძალიან მოსწონდათ. ავტომობილს თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში გაუჩნდა. ის შეფასდა, როგორც პატარა სპორტული მანქანა დიდი ძრავით. ახლანდელი მოდელი უფრო დახვეწილია, თუმცა მისი არსი იგივე დარჩა და იმეორებს 2007 წლის გამოშვების კონცეფტს. მანქანის მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს მოდელი Aston Martin-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია და ასახავს ბრენდის მზარდ ფოკუსირებას დინამიკურობასა და უახლესი სიმაღლეებისკენ სვლაზე.

„ყველაზე სწრაფი, ვიდრე ოდესმე” – ასე ფასდება ახალი V12, რომელსაც 5,2-ლიტრიანი მოცულობის ძრავი აქვს. აღჭურვილია 4 კამერით და ფლობს 700 ცხენის ძალას.

მარკო მატიაჩი, ასტონ მარტინის გლობალური ბრენდის მთავარი და კომერციული ოფიცერი, დასძენს: „ასტონ მარტინში ჩვენ ვაწყობთ მანქანებს, მაგრამ ვყიდით ოცნებებს” – ეს არის ამ ბრენდის ჯადოქრობა. მთელ მსოფლიოში მხოლოდ შერჩეულ მომხმარებელთა რაოდენობას შეუძლია შეიძინოს V12 Vantage, მაგრამ, როგორც ყველა ჩვენი საკულტო მოდელი, მისი მნიშვნელობა სცილდება მის ექსკლუზიურობას.

Young Lions-ის ქართველი პრიზიორები კრეატიულ ინდუსტრიაში კონკურსების როლზე გვიყვებიან

MIT-ის რობოტმა თავად ისწავლა სირბილი