in

როგორ არ დავაზარალოთ საკუთარი ფრილანს ბიზნესი, სანამ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ?

იყო საკუთარი თავის უფროსი, ფრილანსერობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, რისი ფუფუნებაც დაქირავებულ თანამშრომლებს ნაკლებად აქვთ. შეგიძლია უფრო თავისუფლად დაგეგმო საკუთარი გრაფიკი. თუკი, ადგილზე ყოფნაც არ გაქვს ვალდებულებად, სარგებლობ დამატებითი ბონუსით – იმუშაო ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტი იჭერს. ეს, რაც შეეხებოდა უპირატესობებს. მეორე მხრივ, თუკი გყავს დამკვეთები, რომლებიც მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, მიეჩვიენ, რომ მუდმივად “ხაზზე ხარ”, გაუფრთხილებლად გამგზავრება, შესაძლოა, არ მოეწონოთ.

დღესდღეობით, ფრილანსერებთან მუშაობის ტენდენცია ეტაპობრივად მატულობს. თანდათან მკვიდრდება დისტანციაზე პროფესიონალური თანამშრომლობის ტენდენცია. რისი გათვალისწინებაა საჭირო ასეთ რეჟიმში მუშაობისას, რომ ყველაფერს ეფექტურად გავუმკლავდეთ?

გააფრთხილეთ დამკვეთი წინასწარ

ნუ მოიცდით, სანამ წასვლამდე ერთი-ორი დღე იქნება დარჩენილი. დროულად გააფრთხილეთ დამკვეთები თქვენი მოგზაურობის შესახებ. თუკი თქვენ აპირებთ საქმის გადადებას, დარწმუნდით, რომ კლიენტი არ იზარალებს ამით. ამის ნაცვლად, აცნობეთ მათ რაც შეიძლება მალე, რომ მათაც და საკუთარ თავსაც დაუტოვოთ დრო გარემოებაზე მოსარგებად. თუკი მოგზაურობას შეთანხმებულად დაგეგმავთ, კლიენტიც არ იღელვებს, რომ თქვენს არ ყოფნაში საქმე ჩავარდება. ამასთან, თქვენი დროის მათთან ერთად განხილვით, უფრო მარტივად დაგეგმავთ პროექტის მიმდინარეობას ისე, რომ მოგზაურობაში ხელი არ შეგეშალოთ.

წარმოადგინეთ “გეგმა B”, იმ შემთხვევისთვის, თუკი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით საქმის შესრულებას. წარმოადგინეთ ალტერნატიული გადაწყვეტა იმ შემთხვევისთვის, როცა რაიმეს ვერ ასწრებთ, მიმდინარე ამოცანებთან მიმართებაში, ან თქვენი დახმარება თქვენს არ ყოფნაში გახდება საჭირო.

ზოგჯერ ფრილანსერები სხვა ფრილანსერებს ქირაობენ ან კომპანიას სთხოვენ შესაბამისი სამუშაოს გასამრჯელო სხვა ფრილანსერს გადაუხადონ. ზოგიერთი ფრილანსერი თავის შემცვლელსაც სთავაზობს ხოლმე დამკვეთს. ნუ იდარდებთ, თითქოს სხვა ადამიანისთვის რეკომენდაციის გაწევით დამკვეთს დაკარგავთ. სინამდვილეში, ეს თქვენსს ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის კლიენტის თვალში, რადგან ვრცელ სურათს ხედავთ და საქმე თქვენთვის ნამდვილად პრიორიტეტულია.

კომპრომისი წინასწარ დაგეგმვისას

თუკი მოგზაურობის დროსაც აპირებთ მუშაობას, წინასწარ შეადგინეთ განრიგი, რომელიც მოგზაურობით ტკბობისა და საქმის კეთების საშუალებას ერთდროულად მოგცემთ. აუცილებელია, რომ ეს პერიოდი დამკვეთისთვისაც მშვიდი და კომფორტული იყოს. მაგალითად, შეგიძლიათ დაგეგმოთ აფრიკაში გამგზავრება, საფარაში მთელი კვირა გაატაროთ და ორშაბათობით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაზე მაინც მოასწროთ ყოფნა. ფრთხილი დაგეგმარება ნიშნავს, შეთანხმება შეასრულოთ ისე, რომ დამკვეთმა თქვენი ფიზიკური გადაადგილება ვერც კი შენიშნოს.

გამონახეთ მუშაობისთვის დრო

ზოგჯერ, წინასწარ ვიქმნით ილუზიას, რომ აქტივობებს, ექსკურსიებსა და ღონისძიებებს შორის, გამოვნახავთ დროს მუშაობისთვის, თუმცა არ ღირს ვარაუდზე დაყრდნობა. წინასწარ უნდა განსაზღვროთ, ამას შეძლებთ თუ ვერა. ტყუილად არავინ დააიმედოთ. მოგზაურობისას, დროის სარტყელი შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მუშაობდეს – გამოიყენეთ ის. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დროითი სხვაობა საქმის დასასრულებლად გამოიყენოთ. მაგალითად, დილით ადრე ან გვიან ღამით ესაუბროთ დამკვეთებს და ამავდროულად, არც მიმდინარე მოვლენებს დააკლდეთ.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რა მუშაობს ყველაზე უკეთ, გააანალიზეთ ამჟამინდელი ჩვევები – დილით უფრო გიადვილდებათ მუშაობა თუ საღამოს? გრაფიკი და მოგზაურობაც ამის მიხედვით გაწერეთ, რომ დრო პროდუქტიულად გამოიყენოთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სამუშაო განრიგის შესახებ თქვენმა კლიენტმაც იცოდეს.

დაიმახსოვრეთ, თქვენს კლიენტს, ფრილანსერის გარდა, მუდმივი თანამშრომლის დაქირავებაც შეუძლია, ამდენად, თქვენი მიზანი მისი შენარჩუნება და კომფორტის შექმნაა. თუკი ამ საკვანძო პრინციპებს გამოიყენებთ, შეძლებთ ნორმირებულად მუშაობასაც, დასვენებასაც და დათქმულ ვადებშიც ჩააბარებთ პროექტს.

 

წყარო: inc



„მშვიდობის სკამი“ ნელსონ მანდელას ციტატით – ინსტალაცია Nobel-ის ცენტრთან

Reebok-ის სპორტივით მოულოდნელი რეკლამა