13
Dec
2016

„ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ – თბილისს ახალი საახალწლო კამპანია მოედო

13 Dec 2016

ახალი წელი ყველასთვის სანტასთან, მხიარულებასთან, ციმციმა ნათურებთან და უკეთეს მომავალთან ასოცირდება. თუმცა, საქართველოს მასშტაბით, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს განწყობა ყველა ოჯახში როდი სუფევს, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქზე გამოჩენილი გვერდი და კამპანია „ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ მხოლოდ ვირტუალური სივრცის აქტივობა არ არის. კამპანია მთლიანად კერძო ინიციატივაზეა დაფუძნებული და ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალ წლამდე დედაქალაქს მასობრივად მოედებიან და მხარდამჭერებსაც იპოვნიან.

90-იანი წლები თითქოს დამთავრდა, თუმცა, იგივე სოციალური ფონი დღეს მაინც შენარჩუნებულია თბილისსა თუ რეგიონებში. სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან კი ბავშვები ყველაზე დაჩაგრულები არიან. ბევრ მათგანს არათუ Secret Santa, არამედ საახალწლო განწყობის შესაქმნელად ფილმის „მარტო სახლში“ ნახვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, ვინაიდან მათ ოჯახში ტელევიზორი, უბრალოდ, არ არსებობს.

კამპანიის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი / SOS Children’s Villages Georgia“, რომელსაც ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული წლების განმავლობაში.

რას ვაბარებთ?

  • ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი
  • სათამაშოები
  • წიგნები
  • სხვა საინტერესო ნივთები

სად ვაბარებთ?

  • მედიათეკა ვაკის პარკში
  •  ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი – გუდიაშვილის ქ. 7
  • კარფური ვაკეში – ჭავჭავაძის ქ. 37
  • The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi – ლისის ტბა 01/014
  • სითი-მოლი გლდანი – ომარ ხიზანიშვილი ქ. 27
  • სითი-მოლი – საბურთალო – პეტრე ქავთარაძის ქ. 1
  • კავკასიის უნივერსიტეტი – სააკაძის ქ. 1
  • მომავლის სკოლა – პეტრე ქავთარაძის ქ. 21

ვისთვის ვაბარებთ?

  • „სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭის, იმერეთის სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად

ვის ვეძებთ?

  • საინფორმაციო პარტნიორებს, ვინც დაგვეხმარება ახალწლამდე ინფორმაციის გავრცელებაში
  • პარტიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ კამპანიაში, დადგან ყუთები თავიანთ ოფისებში და ორგანიზაციაშივე შეაგროვონ ნივთები

საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ თბილისის მოსახლეობა გაიაზრებს და ჩაერთვება საჯარო სოლიდარობის აქტში, ამავდროულად, კვირის მეორე ნახევარში დაიწყება კომპანიებისა და მათი წარმომადგენლების გამოწვევა, რათა Secret Santa მხოლოდ კორპორტიული ან ელიტურ წამოწყებად არ დარჩეს და განწყობა მოსახლეობის უფრო ფართო ფენებს მოედოს!

#ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი

განხილვა