in

500 Georgia-ს მენტორებს შორისაა ვადიმ როგოვსკი, უკრაინელი ანტრეპრენერი და ინვესტორი

უკვე რამდენიმე წელია 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით, ჩვენს რეგიონში 500 Global-ის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. ეს ინიციატივა, საქართველოში  მსოფლიო დონის სტარტაპების აქსელერაციის ექსპერტებსა და თავად სტარტაპერებს უყრის თავს, რათა დაეხმაროს მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ 500 Georgia ამჯერად, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადს ატარებს. 

აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით, 500 Georgia ხელს უწყობს საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას და ეხმარება სტარტაპერებს გლობალურ ბაზარზე გასვლასა და კაპიტალის მოძიებაში. 12 კვირიანი ინტენსიური გადამზადების ფარგლებში, სტარტაპერები აქტიურად მუშაობენ პროფესიონალ მენტორებთან ერთად, რათა შეიმუშაონ საკუთარი ბიზნესის ზრდის, ბაზარზე მასშტაბირებისა და დაფინანსების მოძიების სტრატეგიები. 

მენტორებს შორისაა ვადიმ როგოვსკი, უკრაინელი ანტრეპრენერი და ინვესტორი. მას აქვს საკუთარი ტექ-სტარტაპი მოდის მიმართულებით – 3DLOOK, რომლის თანადამფუძნებელი და დირექტორია. ასევე, ის არის ვენჩურული პარტნიორი ვენჩურული კაპიტალის კომპანიაში Geek Ventures, რომელიც აშშ-შია დაფუძნებული და ემიგრანტი სტარტაპერების ბიზნესიდეებში ახორციელებს ინვესტიციას, რითაც ქვეყანაში მომავლის ლიდერების განვითარებას უწყობს ხელს. ამას გარდა, ის არის Forbes Technology Council-ის კონტრიბუტორი და 500 Georgia-ს მენტორი. გასულ წლებში იყო სტარტაპების: Clickky და AdCenter – დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე, WannaBiz-ის მმართველი პარტნიორი.

ამ დროისათვის, ვადიმ როგოვსკი აქტიურად არის ჩართული საკუთარი სტარტაპის მართვის საკითხებში. განხორციელებული ძალისხმევის შედეგად კი მან $15 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. 

მრავალფეროვანი ანტრეპრენერული გამოცდილება ვადიმს შესაძლებლობას აძლევს, სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმაროს. ის Geek Ventures-ის პორტფოლიოს სტარტაპერების მენტორიცაა და მათ B2B გაყიდვებში, ტალანტების დაქირავებასა და სტრატეგიის დახვეწაში ეხმარება.

შესაბამისად, ვადიმი ინდუსტრიის არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ის საცალო გაყიდვების ტექნოლოგიების Retail Technologies Liet-ის 40 რჩეულ ანტერპრენერთა შორის იკავებს ადგილს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვადიმი 12-ჯერ იყო ენჯელ ინვესტორი.

როგორც ამბობს, მოგზაურობა მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. მან უკვე 50-მდე ქვეყანაში იმოგზაურა და იმედოვნებს, რომ მალე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თავისუფალ დროს უთმობს მთაზე ცოცვას, ბოქსსა და ჩოგბურთს, სტარტაპერებთან და კოლეგა ინვესტორებთან ერთად.

საინტერესო პოდკასტი l როგორ იქმნება ციფრული პროდუქტები

Gmail წესებს ამკაცრებს, რათა სპამები თავიდან აირიდოს