სტარტაპ „ვაიმეს“ ისტორია 2017 წლის 5 ივლისს იწყება. როგორც მისი შემქმნელელბი ამბობენ, გაოცებისგან და აღფრთოვანებისგან ნაწარმოები „სახელი“ მომხმარებელს დაუვიწყარი სუნელების გემოს სთავაზობს და რეცეპტორულ სიამოვნებასთან ერთად, გამორჩეულ ვიზუალურ კონტენტსაც წარმოუდგენს. კომპანიის მიზანი ნატურალური ქართული სუნელების წარმოებაა, რაც ქართული გასტრონომიული კულტურის შიდა და გარე ბაზარზე პოპულარიზაციას უწყობს ხელს. „ჩვენი მიზანია, რომ საკვების მირთმევის პროცესი ემოციური, ესთეტიური და სასიამოვნო გახდეს“, გვიყვებიან სტარტაპის შემქმნელები – გიორგი გოგია და მისი მეუღლე – ნადია ჟურავლიოვა არიან, რომლებიც მომხმარებელში „საჭმლის ემოციისა“ და ქართველ მწარმოებლებში მოტივაციის გაღვიძებას ცდილობენ. გიორგისთან საუბრის გზით, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით Waime-ს შესახებ:

M: მოგვიყევით Waime Species ისტორიას..
„ვაიმეს“ პროექტზე მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ. ორივეს გვიყვარს ქართული სამზარეულო. ჩემი მეუღლე ტურისტულ სფეროშია ჩართული, ის წერს ბლოგს საქართველოს შესახებ. მას უამრავი ადამიანი ეკითხებოდა, თუ სად შეიძლებოდა კარგი, ნამდვილი ქართული სუნელების შეძენა. როგორც წესი, არ გვინდოდა, რომ ტურისტებს ჩვენი დეზერტირების ბაზარი ენახათ, რადგან ეს ხარისხთან და სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებით ბევრ კითხვას გააჩენდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა ქართული სუნელების ბრენდი.

M: რატომ სახელი „ვაიმე“?
სუნელები არის ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რაც მას სხვა ქვეყნის საკვებისგან გამორჩეულს ხდის. „ვაიმე“ისეთი სიტყვაა, რომლიც ყველა საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა იცის და არის რაღაც Oh, My God! და WOW-ს მსგავსი. რადგან ჩვენი სუნელები ძალიან გემრიელი და მაღალხარისიხიანია, ამიტომ გადავწყვიტეთ, კომპანიისათვის „ვაიმე“ დაგვერქვა. ჩვენი ლოგოს მიხედვით, „ვაიმე“ გთავაზობთ ქართულ სუნელებს და მეტს. [„Georgian Spices and more”]. More – ში კი ვგულისხმობთ, რომ „საჭმელი არის ემოცია; საჭმლისთვის, როგორც ინდივიდისათვის, ემოციას სუნელ-სანელებელი წარმოადგენს. რადგან, რა სუნელსაც გაუკეთებთ საკვებს, იმ ხასიათსა და გემოს მიიღებს იგი.
მიგვაჩნია, რომ ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, შევქმენით, პირველ რიგში, ემოციური პროდუქტი – გვსიამოვნებს, როდესაც ქართველი უყურებს ჩვენს პროდუქტს, ეღიმება და ამით ემოციას ღებულობს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც კომუნიკაციის ყველა ეტაპზე დადებითია და მომხმარებელში „ვაიმეს“ შეგრძნებას იწვევს“.

M: როგორ იქმნება „ვაიმეს“ პროდუქცია?
ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ვცდილობთ, გამოვიყენოთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული სუნელები. სწორედ ამიტომ, სუნელებს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ, ვამოწმებთ სანიტარულად მძიმე მეტალებზე. ამის შემდეგ, პროდუქტს ვახარისხებთ, ვათავსებთ მრავალჯერადი ზიპლოქის მქონე ჰერმეტულ შეფუთვაში, რომელიც ლამაზად არის დაბრენდილი. შეფუთვაში ვათავსებთ ხის კოვზებს, რომ უფრო სასიამოვნო გავხადოთ კლიენტისათვის სუნელების დამატების პროცესი.
M: რას გვეტყვით პროდუქტის შეფუთვის/დიზაინის შესახებ?
ბევრს ვფიქრობდით იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შეფუთვა. ვდილობდით, რომ პროდუქტის ექსტერიერი ფილოსოფიურად ქართული, კულტურის შესაბამისი ყოფილიყო. მაგალითად, ფრანგული სამზარეულო ვიზუალურად უფრო დატვირთულია, ქართული კი – ძალიან მარტივი და გემრიელი. თუმცა, მარტივი არა შემადგენლობით, არამედ ვიზუალურად. ქართული კერძები ძალიან სადა და ლამაზია. ამიტომ ვცდილობდით, რომ შეფუთვას არ ჰქონოდა ზედმეტი დეტალები, და ყოფილიყო რაც შეიძლება მინიმალისტური.

M: ქართული სუნელები როგორც საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია. რომელ ბაზარზე ხართ ორიენტირებული?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტი სუნელებია, განვითარების პროცესში რაღაც ინოვაციური ნაწილიც გვაქვს. ჩვენ გაყიდვები სოციალური ქსელით – ინსტაგრამით დავიწყეთ. ოქტომბერში მოვიდა შემოთავაზება, რომ ჩვენი პროდუქტი ლიეტუვაში და უკრაინაში ყოფილიყო წარმოდგენილი. თავდაპირველად, სლოვაკური ქვეყნების წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ ამ პროდუქტით, რადგან ისინი უკეთ იცნობენ ქართულ სამზარეულოს და იციან რა არის, მაგალითად, უცხო სუნელი. ამის შემდეგ, დავიწყეთ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სტარტაპ მარკეტში და შევამჩნიეთ, რომ ჩვენს პროდუქტს ქართველ მომხმარებელშიც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც გვინდოდა თავის დამკვიდრება და დავიწყეთ სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ჩვენი პროდუქტის შეტანა. საქართველოში „ვაიმეს“ შეძენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბადაგის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. ასევე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ჰიპერმარკეტებთან.

M: რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?
ჩვენი მიზანია, წავახალისოთ ფერმერები და ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას. შევქმენით ბიუჯეტი და გვინდა, სამომავლოდ ჩავუშვათ პროგრამა, რომლის დახმარებითაც შევძლებთ რომელიმე ქართულ რეგიონში წავახალისოთ იმ სუნელის წარმოება, თუ დანერგვის კულტურა, რომელიც საქართველოში მწირი რაოდენობით მოიპოვება. შესაბამისად, პროდუქტი საქართველოში ძირითადად ყაზახეთიდან, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოდის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიშოვოთ თუნდაც, საქართველოში მოყვანილი ყვითელი ყვავილი და მისგან ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია.













