8
Dec
2015

ვაკის ხორცპროდუქტების კომპანია “#ველოდებითვაკეს” კამპანიას ეხმაურება.

8 Dec 2015

ყველას კარგად გვახსოვს ვაკის ხორცპროდუქტების მიმართ გამოხატული სოლიდარობა. #ველოდებითვაკეს, ამ  ფრაზით  გამოხატეს კომპანიებმა და მოქალაქეებმა მხარდაჭერა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული „ვაკის ხორცპროდუქტების“ მიმართ. პარალელურად, მარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, ბილბორდებზე, ვებ-გვერდებზე, რადიოტალღებზე და ქალაქის სხვადასხვა წერტილებში გამოჩნდა  სოლიდარობის გამომხატველი მესიჯი -„ველოდებით ვაკეს“. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეების განწყობა და ჩართულობა – უამრავმა ადამიანმა გამოიყენა ჰეშთეგი #ველოდებითვაკეს და გაავრცელა ინფორმაცია აქციის შესახებ.

დღეს კი, როდესაც ვაკის ხორცპროდუქტების კომპანია ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია, გადაწყვიტა მადლობა გადაეხადა თითოეული მომხმარებლისთვის, გაწეული თანადგომის გამო.

ერთი ჩვეულებრივი დილას, როდესაც ყველა თავის საქმით  იყო დაკავებული და ვაკის მომხმარებელიც მშვიდად არჩევდა მისთვის სასურველ, გემრიელ  პროდუქტს. მათ ჯერ არ იცოდნენ,  რომ გარეთ სურპრიზი ელოდათ.

სოლიდარობის კამპანიის ისტორია სარეკლამო სააგენტო BetterFly-სგან დაიწყო და მათი მხარდაჭერით გრძელდება.

მარკეტერი წარმოდიგდენთ „ვაკის“ გამოხმაურების ამსახველ სრულ ვიდეოს:

განხილვა