in

60-წლიანი ისტორიის ახალი სიცოცხლე – როგორია „ვაკის“ ხორცპროდუქტების ახალი შეფუთვა

„იმავე ხერხს, მასალას და პროცესებს მივმართეთ, რაც XX საუკუნის გრაფიკას ახასიათებდა“

უკვე 60 წელია, რაც „ვაკე“ ერთგული მომხმარებლისთვის მრავალფეროვან ხორცპროდუქტებს ქმნის. პროდუქტები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, როგორც საფირმო მაღაზიებში, ასევე სუპერმარკეტებში. დაახლოებით ერთი წლის წინ, კომპანიამ ევროპული სტანდარტის ქარხანა ააშენა და ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ქარხნის გახსნა და ბაზრის განვითარება კომპანიისთვის იქცა წინაპირობად, განეახლებინა პროდუქტის შეფუთვა და მისთვის განსაკუთრებული, ავთენტური ვიზუალი შექმნილიყო, რაც ასორტიმენტის დიზაინს ერთი ხელწერის ქვეშ მოაქცევდა. შეფუთვის დიზაინზე MORE Studio-მ იმუშავა.

ახალ საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიხსნა პროდუქტის შეფუთვის კუთხით. ამან მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, შეფუთვის ვიზუალური ნაწილიც გადაგვეხალისებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხორცპროდუქტებს, ძირითადად, საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტი მოიხმარს, გვინდოდა შეფუთვას უფრო მეტად გაესვა ხაზი ხარისხზე. ვამჯობინეთ მინიმალისტური სტილი, ყოველგვარი გადატვირთვის გარეშე, რომელიც ბრენდის ტრადიციასაც გამოკვეთდა. საბოლოო რედიზაინამდე, მთელი წლის განმავლობაში ვიკვლევდით ბაზარს, ვარჩევდით მიმართულებას, სტილს. საბოლოოდ, შევჩერდით ამ დიზაინზე, რომელსაც საფუძვლად 60-70-იანების ბეჭდური სტილისტიკა უდევს და მთავარი ელემენტი – მკვეთრი პასტელური ფერები, რომლითაც პროდუქტი კიდევ უფრო იზიდავს თვალს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ზაქარია მესროპოვი, MORE Studio:შეფუთვის ვიზუალური ნაწილის შექმნისას, იმავე ხერხს, მასალას და პროცესებს მივმართეთ რაც მეოცე საუკუნის გრაფიკას ახასიათებდა, აფიშების, წიგნების თუ სხვა მრავალი პროდუქციის შექმნისას. ეს არის ხელნაწერი შრიფტები, ფერადი ქაღალდი და ზოგადად, ადამიანის მაქსიმალური ჩართულობა პროცესში.

რაც შეეხება უშუალოდ ვიზუალურ სტილს, ის ასევე, შთაგონებით მეოცე საუკუნიდან მოდის, რისი მეშვეობითაც მეტაფორულად აქცენტი გაკეთდა მრავალწლიან გამოცდილებასა და პროდუქციის უცვლელ მაღალ ხარისხზე. შეფუთვის სტილისტიკამ, ძველი გამოშვების დედაენის ან იმ პერიოდის სხვადასხვა აფიშის ასოციაცია უნდა გაგიჩინოთ, ხელქმნილი შრიფტების გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა, როგორც სტილისტიკა, ასევე ავთენტური ქართული ორი შრიფტი, რაც შეფუთვის მთავარ გრაფიკულ ელემენტად იქცა. მსხვილმა და მკაცრმა შრიფტებმა, ანალოგიურმა ჩარჩოს და ცხრილის ფორმებმა, მრავალი ფერის გამოყენების საშუალება მოგვცა, ყოველგვარი არასერიოზულობის გვერდის ავლით.

შედეგად, ბრენდის მთავარი ფასეულობები აისახა პროდუქტის შეფუთვაში, როგორც აზრობრივად, ასევე ვიზუალურად. ბრენდმა შეინარჩუნა ცნობადობა და ამავდროულად, ინდივიდუალობა მოიპოვა.“

 

[R]

„ირაო“ შინაურ ცხოველებს დააზღვევს!

მეცნიერებმა, OLED-ის გამოყენებით, “ჭკვიანი ტატუ” შექმნეს!