22
Oct
2019

„ვაკე პლაზა“, ჭავჭავაძეზე, 2020 წელს იხსნება

22 Oct 2019

მულტიფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზა“, ჭავჭავაძის გამზირზე, 2020 წლის ივნისში გაიხსნება და ძირითადად, სამუშაო სივრცეები განთავსდება. უძრავი ქონების განვითარების კონსულტანტი რუსუდან ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ცენტრს უნიკალური კონცეფცია აქვს – მისაღებ სივრცეში დიზაინის მუზეუმი იქნება. მისთვის შერჩეული საკოლექციო ავეჯი მსოფლიოში აღიარებულ სხვადასხვა დროის დიზაინერებსა და არქიტექტორებს ეკუთნის.

„ეს არის „ა“ კლასის საოფისე სივრცე ახლადგანვითარებულ საქმიან უბანში, ჭავჭავაძის გამზირზე. „ვაკე პლაზაში“ იქნება საოფისე ფართები, ასევე – კინოდარბაზი დახურული ჩვენებების თუ პრეზენტაციებისთვის, განთავსდება კვების ობიექტიც. საოფისე შენობას ექნება თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკინგი“, – ამბობს რუსუდან ჩერგოლეიშვილი.

მისივე თქმით, „ვაკე პლაზა“ თანამედროვე არქიტექტურული თუ ინჟინრული გადაწყვეტების გარდა, გამორჩეულია კონცეფციით.

„გარდა თანამედროვე არქიტექტურული თუ ინჟინრული გადაწყვეტებისა, „ვაკე პლაზა“, სხვა საოფისე სივრცეებისგან, გამოირჩევა კონცეფციით, გამოიყენოს მისაღები სივრცე და შექმნას დიზაინის მუზეუმი. მისაღები სივრცისთვის შერჩეული საკოლექციო ავეჯი ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ სხვადასხვა დროის დიზაინერებსა და არქიტექტორებს, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს დიზაინის განვითარების ისტორიაში. წარმოდგენილი მე-20 და 21-ე საუკუნის ინტერიერის დიზაინის საკულტო ქმნილებების უმრავლესობა დაცულია ა.შ.შ-ისა და ევროპის წამყვან მუზეუმების მუდმივმოქმედ კოლექციებში.

[R]

განხილვა