in

მრგლოვანიდან მთავრულამდე – ვახტანგ ბერუაშვილის “ქართული ანბანის სახესხვაობა”

ვახტანგ ბერუაშვილი 17 წლის გრაფიკული დიზაინერი და მხატვარია თბილისიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. “ქართული ანბანის სახესხვაობა” – ასე ჰქვია მის წამოწყებას, რომლის მიზანია, აღწეროს გზა მრგლოვანიდან მთავრულამდე და საზოგადოებას ქართული ანბანის უნიკალურობა საკუთარი პერსპექტივიდან დაანახოს.

“ადამიანები  ბოლომდე სათანადოდ ვერ ვაფასებთ საკუთარი ქვეყნის კულტურულ მონაპოვარს, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ჩვენი ისტორიისა და იდენტობის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მონაპოვარი, რასაც შეუძლია მსოფლიოში ღირსეული და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაგვიმკვიდროს.”

M: რამ გიბიძგათ, რომ მსგავსი პროექტი წამოგეწყოთ?

ყოველთვის მხიბლავდა ქართული დამწერლობა და მისი ბუნება. სწორედ მაშინ, როდესაც ახალი ინსპირაციის ძიებაში ვიყავი, ბევრად გარკვევით აღვიქვი ის, რასაც აქამდე ოდნავ ყურადღებასაც კი არ ვაქცევდი. სრულიად ახალი ხედვა მომეცა თითოეული ასობგერისადმი, რამაც მომენტალურად წარმომადგენინა ყველა ის ფერი თუ ხასიათი, რომლებსაც ამ ილუსტრაციებს შევძენდი.

M: ინსპირაცია, რომელმაც “ქართული ანბანის სახესხვაობა” შეგაქმნევინა..

ჩემი ინსპირაციის წყარო, ერთი მხრივ, ქართული ანბანი და მისი ასომთავრული სახე-სხვაობა იყო, რითაც ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი. ასევე, ერთგვარი მუხტი მომცა პროექტმა ,,წერე ქართულად”, რაც არანაკლებ განსაკუთრებულ იდეურ ჩანაფიქრს ატარებდა. ჩემი შემოქმედებითი ენერგიის მაპროვოცირებელი იყო საკუთარი ქვეყნის წარსულიც, რომელიც ძველი არქიტექტურული ძეგლების – ტაძრების კედლებზე დღემდე სხვადასხვა ტიპის წარწერებში იკითხება.

M: რა გეგმები გაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით მომავალში?

მსურს, ჩემი პროექტი სრულიად საქართველოს წარვუდგინო და გადავცე ის, რისი თქმაც მინდა ჩემი ილუსტრაციებით, იქნება ეს ქუჩის მხატვრობა თუ სოციალური მედია.

„ბილაინის“ მხარდაჭერით გამართულ „ონლაინ“ კონფერენციაზე Startup Touch სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

Glovo-და Visa ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ ერთ, გრანდიოზულ აქციას სთავაზობენ