in

„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის „ლუტეციას“ სახელი, დღემდე, სილამაზესთან თუ თავის მოვლასთან ასოცირდება. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, „ლუტეციას“ გუნდი ყოველთვის ცდილობდა, მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანებისათვის, ბევრად მეტი დადებითი ემოციის გაზიარებას.

bog
bog-mob

„23 აპრილი – ეს სწორედ ის თარიღია, რომელმაც კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც სწორედ ამ დღეს ჩაეყრება საფუძველი „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციას“ და, ალბათ, სიმბოლურია, რომ ეს თარიღი „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბატონი ვახტანგის დაბადების დღეს დაემთხვა.

„ლუტეცია ჯგუფის“ დაარსების დღიდან, ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და ფერადი მომენტების შექმნაა. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვალა – არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებების, ოცნებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.

გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. „ლუტეციას“ ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში. სწორედ ეს იქნება ჩვენი მიზანი, რომელიც, ერთგვარად, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის ხედვისა და წლების წინ ყოველგვარი აფიშირების გარეშე დაწყებული საქმის გაგრძელებაა“. 

ფონდის დაფინანსებაში „ლუტეცია ჯგუფის“ წევრი თითოეული კომპანია იქნება ჩართული და ყოველწლიურად, მოგების გარკვეულ წილს „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციაში“ გადარიცხავენ, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შეირჩევიან.

„ლუტეცია ჯგუფში“ სწამთ, რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.

„უამრავი სამომავლო გეგმა, იმედი და მიზანი გვაქვს და ერთი წამითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ყოველ მომდევნო წელს, უფრო ძლიერები შევხვდებით, შევძლებთ ფონდის საქმიანობისა და მასშტაბების გაფართოებას და, რაც მთავარია, უფრო მეტ ღირსეულ ახალგაზრდას დავანახებთ ახალ ჰორიზონტებსა და კიდევ უფრო მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას“.

 

[R]

„წიგნების თარო“: ამერიკაში ქართული წიგნების საქართველოდან ჩამოტანა არცთუ ისე ადვილი პროცესი გახლავთ

3 ქართული ლოგო LogoLounge-ს მე-12 წიგნში მოხვდა!