2023 წლის 19 ნოემბერს სპორტულ კომპლექსში „ვაკის საცურაო აუზი“ მოყვარულთა შორის ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ნოემბრამდე მიმდინარეობს.
უკვე მრავალი წელია, „ვაკის საცურაო აუზის“ სივრცეში, ტრადიციულად, მიმდინარეობს ჩოგბურთის ჩემპიონატი, რომელსაც სპორტული კომპლექსის კლუბის წევრები ყოველი წლის დასაწყისში მოუთმენლად ელიან.
ვაკის საცურაო აუზი გეგმავს ახალი ტრადიციის დამკვიდრებას და პირველად ატარებს შიდა სამოყვარულო ჩემპიონატს ცურვაში.
ცურვის ჩემპიონატი სპორტული კომპლექსის კლუბის წევრებისთვის ტარდება, თუმცა ვაკის საცურაო აუზი ჩემპიონატში მონაწილეობის და კლუბის წევრობის სტატუსის მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ ადამიანს აძლევს და წახალისწების მიზნით, მათ აუზის სასურველ აბონემენტზე 20%-ან ფასდაკლებას სთავაზობს.
2023 წლის ცურვის ჩემპიონატში ჩართულია უამრავი კომპანია, რომელიც გამარჯვებულთათვის სოლიდურ პრიზებს დააწესებს. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს განსაკუთრებულ საჩუქრებს ვაკის საცურაო აუზიც უმზადებს.
სპორტული ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია: საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, ფინური და ორთქლის საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, მასაჟი, ღია ვერანდა და ჯანსაღი კაფე.
ვაკის საცურაო აუზი ყველა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უერთდება და საკუთარ სივრცეშიც სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას ემსახურება.
„ინვესტირება ჯანმრთელობაში“ – ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას – ჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!
[R]