in

„ვაკო მოტორსის” კამპანია – „სატვირთოს აკეთებენ ჩვენთან“

ვაკო მოტორსი –  სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 16 წელია, წარმატებით პოზიციონირებს.

კომპანია 2009 წელს დარგის პროფესიონალების მიერ დაარსდა და დღეს საქართველოში ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა:  DAF, CHEVRON, CARRIER, MAN FILLTER, AEOLUS, BLACKHAWK და 50-ამდე სხვა, წამყვანი ბრენდი, რომლის მეშვეობითაც ვაკო მოტორსის გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელს გაუწიოს მაღალი ხარისხის ყველა საჭირო სერვისი და შესთავაზოს პრემიუმხარისხის სათადარიგო ნაწილები.

 კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, მუდმივად ვიზრუნოთ მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე. შესაბამისად, ვცდილობთ, მათ მივაწოდოთ აუცილებელი და დროული ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ სეზონის ცვლილების დროს, რათა ყველა სეზონს მომზადებულები დახვდნენ.

„სატვირთოს აკეთებენ ჩვენთან“ ამ გზავნილის მიზანიც ისაა, რომ ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია სატვირთო ავტომობილის მძღოლებსა და სატვირთოს მფლობელ კომპანიებს თუ სად უნდა მოიყვანონ და მოამზადონ სატვირთო ზამთრის დადგმომადე, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება ნებისმიერი სირთულის გზაზე.

 
ჩვენი გუნდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილზე უმოკლეს დროში ხდება სატვირთოს პრობლემის დადგენა, რის შემდეგაც მომხმარებელს ყველა საჭირო სერვისითა და პრემიუმხარისხის პროდუქციით ადგილზევე ვუზრუნველვყოფთ, ფილიალში მოსულ მომხმარებელს ვუწევთ ისეთი სერვისებს, როგორიცაა: საბურავების შეცვლა უფასოდ და უსასრულო გარანტიით, ძრავაზე მასრის საყრდენის მოხეხვა – აღნიშნული სერვისის მიღება მხოლოდ ვაკო მოტორსშია შესაძლებელი, ჰაერისა და ელექტროსისტემების შეკეთება და სხვა.

ვაკო მოტორსი, როგორც სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, არის მთავარი და სანდო პარტნიორი  ყველანაირი სირთულის გზაზე“, – აღნიშნავს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტაბატაძე.

კამპანიის ფარგლებში ვაკო მოტორსის გუნდი მომხმარებლებს არაერთ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს, როგორიცაა: 20%-იანი შეთავაზება საბურავებზე, დიაგნოსტიკის დღე, რა დროსაც მომხმარებელი შეძლებს შეამოწმოს სატვირთო მანქანა 50%-იანი ფასდაკლებით, 30%,40% და 50%-იანი ფასდაკლება სათადარიგო ნაწილებზე და სხვა. ფილიალებში მოსულ სტუმარს  შეთავაზებებთან ერთად საინტერესო საჩუქრებიც დახვდებათ.

ვაკო მოტორსის შესახებ:

 ვაკო მოტორსი დარგის პროფესიონალების მიერ 2009 წელს დაარსდა და დღეს  სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა,  რომელიც საქართველოს ბაზარზე 16 წელია  წარმატებით მოღვაწეობს.

მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში თითოეული ადამიანსა თუ კომპანიისთვის შექმნას ხელმისაწვდომი, მათ საჭიროებებზე მორგებული  მომსახურება. კომპანიის მისიაა, ბაზარზე ისეთი სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სატვირთო ინდუსტრიის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტანდარტი, რომელსაც დღეს მომხმარებელს სთავაზობს, განპირობებულია კომპანიის კვალიფიციური გუნდით, რომელიც რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო დონის ტრენინგებში.

კომპანიაში სჯერათ, რომ სატვირთო ავტომობილების მომსახურების არსებობა აუცილებელია, რადგან ამით ვაკო მოტორსის პარტნიორების წარმატების უზრუნველყოფა ხდება. კომპანია ქმნის გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი მიიღებს საჭირო სერვისსა და მხარდაჭერას. „ვაკო მოტორსი“ – არის სანდო პარტნიორი სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში, სადაც თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია.

[პარტნიორის კონტენტი]

ბრენდის ისტორია, რომლის „სამიზნე” ლოგოსაც ყველა ცნობს – Target

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Maje-ს და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა