in

ვოლფსბურგი – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მენეჯმენტის ინოვაციურ სისტემა OKR-ს გამოიყენებს

OKRs- ის ფარგლებში მოიაზრება კომპანიის ყველა საფეხური და თანამშრომელი იმისათვის, რომ ცხადი გახდეს თითოეული ინდივიდის წვლილი კორპორატიული მიზნების მიღწევაში.

Sporti
Sporti

ვოლფსბურგი ერთ-ერთი საინტერესო და პროგრესირებადი გერმანული საფეხბურთო კლუბია, საინტერესო მართვის სტილისა და ინოვაციური მენეჯმენტის გამო. კლუბი გერმანიაში ძალიან პოპულარულია. წლების წინ მოგებული ბუნდესლიგის შემდეგ, გუნდს სპორტულად განსაკუთრებული შედეგები არ აქვს, თუმცა მენეჯმენტი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და მუდამ სიაახლეებს ნერგავს.

ვოლფსბურგი ბუნდესლიგის პირველი კლუბია, რომელმა მენეჯმენტის ინოვაციური სისტემა დანერგა – OKR, ანუ მიზნები და მთავარი შედეგები (objecitves and key results). VfL Wolfsburg მიდრეკილია ციფრული ტრანსფორმაციისა და ახლებური სამუშაო გარემოს შექმნისკენ.მენეჯმენტის მომსახურე პერსონალზე უკეთესად მორგების მიზნით, კლუბმა შეარჩია მსოფლიო მასშტაბით დანერგილი მენეჯმენტის სისტემა, მიზნები და მთავარი შედეგები (OKRs), რათა აემაღლებინა მოტივაცია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყო კომპანიის ეფექტურობის გაზრდისთვის. OKRs- ის ფარგლებში მოიაზრება კომპანიის ყველა საფეხური და თანამშრომელი იმისათვის, რომ ცხადი გახდეს თითოეული ინდივიდის წვლილი კორპორატიული მიზნების მიღწევაში. OKR სისტემას წარმატებით იყენებს გუგლი.

„ჩვენი მიზანია მენეჯმენტისა და დასაქმებული პირების კიდევ უფრო მეტად დაახლოება. როგორც მენეჯერები, ჩვენ ხშირად ვსახავთ მიზნებს, რომლებიც ხშირად ვერ მოდის სისრულეში ყოველდღიურ საქმიანობაში. არსებობს გამჭვირვალობის ნაკლებობა, იკარგება მოტივაცია“, – განმარტავს VfL ხელმძღვანელი მაიკლ მისკი.

მისი კოლეგა, თიმ შუმაჩერი აგრძელებს მის სიტყვას: „ჩამოყალიბებულმა საერთო მიზანმა ცხადი უნდა გახადოს თითოეული დასაქმებულისთვის ის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის წვლილს მთლიანად კომპანიის წარმატებაში. ამგვარად ხდება ჩვენი მხრიდან სოლიდარობისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა თანამშრომლებს შორის.


2021 წელს, Arcelik და Hitachi ერთობლივ საწარმოს ააშენებენ

მონაცემთა მეცნიერება ცხადყოფს, რატომ ერიდებიან მწერლები ზმნიზედების ხშირ გამოყენებას