in

ვაკის საცურაო აუზს ახალი ლოგო აქვს – შიდა სივრცე ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში

ვაკის საცურაო აუზს ახალი ლოგო აქვს, რომელზეც ასახულია ზუსტად ის პერსპექტივა, რომლითაც საცურაო აუზის სტუმარი შიდა სივრცეს ხედავს.

BOG
BOG

ბრენდის ახალ იდენტობაზე კრეატიულმა სააგენტო Brandit-მა იმუშავა:

როცა ვაკის აუზზეა საუბარი, ყველას პრესტიჟული მულტიფუნქციური სივრცე გვახსენდება, სადაც შეგვიძლია, დრო სპორტს, ჯანსაღ ცხოვრებასა და გართობას დავუთმოთ. როდესაც მარტში აუზი დაიხურა პანდემიის გამო, მათ გადაწყვიტეს, ეს დრო ცვლილებებისთვის დაეთმოთ. დრო საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ მალევე შევჯერდით კონეფციაზე, რომელსაც საბოლოოდ, ფრთები შევასხით. ნახევარსაუკუნოვანი შენობა ლოგოდ ვაქციეთ და შენობის უნიკალურობა მინიმალიზმით გადავსახეთ ბრენდის იდენტობაში“ – განმარტავენ კრეატიულ სააგენტოში „ბრენდით“.

ვაკის საცურაო აუზს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. შენობა 1965 წელს აშენდა და მას შემდეგ, არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. 2004 წლიდან, ვაკის საცურაო აუზი თბილისში ყველაზე პოპულარული აუზი და უამრავი ადამიანის თავშეყრის ადგილი გახდა.

Greenpeace-მა ტყეების განადგურებაზე ცნობადობის ასამაღლებლად, TikTok-ის ფონები შექმნა

ცნობიერების ევოლუცია, ანუ „აკეთო ის, რაც ჯერ არ გაგიკეთებია“ – მარკუს (ირაკლი) დავარაშვილი