in

სარეკლამო იდეები ვალენტინობის დღისთვის, 2023 წელს

მაშინ, როცა ბიზნესის წარმართვით ძალიან გაქვთ გონება დაკავებული, ახალი იდეები გჭირდებათ. აი, მაგალითად, ახლა, სულ რამდენიმე დღეში, ვალენტინობა დადგება და თქვენი ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების მოზიდვა ძალიან გამოგადგებათ. მაინც, რა იდეები გამოვიყენოთ მარკეტინგსა და რეკლამაში, წლევანდელ ვალენტინობას?

გამოიყენეთ სარეკლამო Popup-ები თქვენს ვებგვერდზე

Popup შეიძლება შესანიშნავი გზა აღმოჩნდეს ვალენტინობის მარკეტინგული აქტივობის დასაწყებად, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და თქვენი ვებგვერდის ვიზიტორებთან ჩასართავად. ვალენტინობის სეზონზე, კონტექსტურმა popup-მა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავალი.

Popup შეიძლება ორიენტირებული იყოს პირდაპირ გაყიდვაზე. ის უბიძგებს მყიდველს, შეამოწმოს კატალოგი. ემოციებით სავსე სათაური და სპეციალური კოლექციისთვის კუპონის კოდი აუცილებლად გამოიწვევს ინტერესსა და კონვერსიებსაც კი. ასევე, შეგიძლიათ ელფოსტა ითხოვოთ კუპონის კოდის ან უნიკალური ვალენტინობის საჩუქრის სახელმძღვანელოს სანაცვლოდ. ეს დაგეხმარებათ სწრაფად გაიზარდოთ და შექმნათ თქვენი ელ.ფოსტის სია.

ფასდაკლება

სიყვარულის თემატიკის შეთავაზების შექმნა ვალენტინობის დღის გარშემო და თქვენი არსებული კოლექციის პოპულარიზაცია ყურადღების მიპყრობის ჭკვიანური გზაა. ბევრი ბრენდი, განსაკუთრებით სამკაულები, ყვავილები, შოკოლადები, ტანსაცმლისა და მასთან დაკავშირებული სეგმენტები, აწარმოებებ სპეციალურ გაყიდვებს ვალენტინობის დღისთვის.

შეარჩიეთ საინტერესო სარეკლამო გრაფიკა, სარეკლამო ქოფისთან ერთად, რომელიც მკითხველს გამორჩეულობას აგრძნობინებს. გარდა ამისა, შეთავაზება ასევე მოგებიანია, თუ გაითვალისწინებთ სამკაულების ინდუსტრიას.

გაუზიარე სიყვარული მარტოხელა ადამიანებს

ვალენტინობა განიხილება წყვილების დღედ, მაგრამ არსებობს უფრო დიდი ზრდის შესაძლებლობა ან სეზონზე, თუკი მარტო მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის სიყვარულის მაგალითს მისცემთ.

SMS მარკეტინგი

ფასდაკლების გამოცხადებასთან ერთად, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოთ შეთავაზების შესახებ. მას ხშირად უგულებელყოფენ თქვენი კონკურენტები. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს აბონენტებს გაუზიაროთ ექსკლუზიური გარიგებები და შეზღუდული პერიოდის შეთავაზებები SMS-ის საშუალებით.

სიმართლე უთხარით, როდის მიუტანთ შეკვეთას

თუ ვალენტინობაზე გეგმავთ გაყიდვების გენერირებას , გჭირდებათ მყარი დაპირება, რათა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პროდუქციის შესახებ. ნუ დაპირდებით ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ.

გამოიყენეთ UGC და მომხმარებელთა ჩვენებები ვალენტინობის დროს

თუ აწარმოებთ გაყიდვებს ვალენტინობისთვის, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს არსებულ მომხმარებლებს, დაწერონ მიმოხილვები და შემდეგ, ისინი თქვენს კრეატიუვში გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს პროდუქტის მიმოხილვები, რეაქციის ვიდეოები Instagram-ზე ან მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ნებისმიერი სხვა ფორმა.

სასწრაფო გაყიდვების დაანონსება Flash Sales-ის სახით შეგიძლიათ

დატვირთული ვალენტინობის თვის განმავლობაში, როდესაც ყველა სხვა ბრენდი ბომბავს მომხმარებლებს შეთავაზებებით, თქვენ გჭირდებათ მეტი, ვიდრე უბრალოდ განცხადება. უკუმთვლელი ტაიმერების და ფლეშ გაყიდვების განცხადებების დამატება შესანიშნავი გზაა ელ.ფოსტის ინტერაქტიულობია შესთავაზებლად.

დაათარგეთეთ ისეთი მყიდველები, რომლებიც ბოლო წამში ყიდულობენ ხოლმე

ყველამ ვიცით ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ავიწყდება ცოლისთვის ან შეყვარებულისთვის საჩუქრის ყიდვა. ჩვენ ხომ არ ხართ ასე? ჰოს, ერომ არ შევქმნათ ვალენტინობის დღის მარკეტინგული კამპანია, ბოლო წათს მყიდველებისთვის?

მოაწყვეთ ღონისძიება ვალენტინობის დღისთვის

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის საჩუქრის ძიება შესანიშნავი ჟესტია, ასეთი იდეაც წაგადგებათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ემოცია პოტენციური მომხმარებლებისთვის სპეციალური თემატური ღონისძიების ორგანიზებით.

საქველმოქმედო საღამო ან კონკურსი

ღონისძიებებს უნდა ჰქონდეთ კონტექსტი. შეგიძლიათ დაიწყოთ სპეციალური ციფრული კამპანია, მათ შორის კონკურსი და საჩუქრები, რათა მიიპყროთ ვალენტინობის დღის მყიდველების ყურადღება. გამოაცხადეთ კონკურსი ვალენტინობის თემაზე, რომელიც აუდიტორიას მშვენიერ საჩუქარს ჰპირდება და ნახეთ, როგორ შეიკრიბებიან ადანუანები გამარჯვების შანსების გასაუმჯობესებლად

შექმენით კონტენტი სადაც ვალენტინობის საჩუქრებზე აძლევთ რჩევებს

ადამიანების უმეტესობას იდეალური საჩუქრის არჩევა უნდა. მათ ვალენტინობის დღესასწაულზე რაიმე კარგის გაკეთება სჭირდებათ. ასე რომ, ისინი დააფასებენ და ეყვარებათ ბრენდი, რომელიც აძლევს მათ შესანიშნავი საჩუქრების იდეებს მათი საყვარელი ადამიანებისთვის. ვალენტინობის საჩუქრების სახელმძღვანელოს შექმნა შეიძლება იყოს ვალენტინობის დღის მარკეტინგული იდეა. მისი გაზიარება თქვენს აბონენტებთან საჩუქრების შოპინგის გასამარტივებლად.

ვიდეო კონტენტი

ვიდეო კონტენტი შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი ვალენტინობის დღის მარკეტინგისა და თქვენი შეთავაზებებისთვის. თქვენ ალბათ უკვე აცნობიერებთ ვირუსული TikTok ან Insta ვიდეორგოლის პოტენციალს.

 

 

წყარო: sender

Zoommer-ის მარკეტინგს თათია (თუთიკო) მუჯირი უხელმძღვანელებს

მკვლევრებმა ლოქოს ნიანგის დნმ შეუყვანეს