დღეს ვალენტინოს პატარა ფილმზე უნდა მოგიყვეთ, საინტერესო პერსონაჟებით სავსე Pavillon des Folies-ზე, რომელსაც არც სიურრეალისტური ელემენტები აკლია ცხოველის ნიღბიანი ადამიანებით, იატაკზე დასხმული რძითა თუ საღებავებით… მაქსიმალიზმით სავსე ფანტაზიას ასახავს და ნარატივიც თითქოს დროშია გაჩერებული.
ვიზუალები ფოტოგრაფ გლენ ლუჩფორდს ეკუთვნის, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოდის წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. სიურრეალისტური ხედვის ავტორი კი თავად Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიშელი გახლავთ. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ: