in

ვალენტინობა ისთ ფოინთში

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ისთ ფოინთმა და მხატვარმა კოტე სულაბერიძემ აკვარელით შესრულებული უნიკალური ნახატების სერია შექმნეს.

ისთ ფოინთში თვლიან, რომ ვალენტინობა კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზია საყვარელი ადამიანების ან სულაც საკუთარი თავის საჩუქრებით გასანებივრებლად.

თანამედროვე ქართველ არტისტებთან და დიზაინერებთან კოლაბორაცია ისთ ფოინთის  ხელწერად იქცა. წელს ვალენტინობისთვის მხატვარ კოტე სულაბერიძესთან შედგა კოლაბორაცია. სულაბერიძე თანამედროვე ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევარიც Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა.

„ისთ ფოინთში ყოველთვის ვცდილობთ, შოპინგი არ იყოს მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენა და ჩვენს სტუმრებს განსხვავებული, საინტერესო გამოცდილება შევთავაზოთ. ამ მიზნით, ხშირად ვთანამშრომლობთ ქართველ არტისტებთან. წელს ვალენტინობისთვის კოტე სულაბერიძესთან ერთად ძალიან მასშტაბური იდეა განვახორციელეთ — 100 უნიკალური ნახატი შეიქმნა, რომელსაც ჩვენი სტუმრები საჩუქრად მიიღებენ სასაჩუქრე ბარათის შეძენისას“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვალენტინობის დღისთვის სპეციალური შეთავაზებებიც მოქმედებს: ისთ ფოინთის 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად East Point x Kote Sulaberidze კოლაბორაციით შექმნილი უნიკალური ნამუშევრებიდან ერთს მიიღებთ.

[R]

Adobe-ს TikTok-ის კრეატიული ასისტენტი დაემატა

#პორტფოლიო – 11 კამპანია JWT Metro-ს ნამუშევრებიდან