საქართველოში ვალენტინობის დღე ძალიან დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა, მაგრამ გულის სიღრმეში, ყველას გვინდა, რომ ამ დღეს გვერდით გვყავდეს საყვარელი ადამიან(ებ)ი, მივიღოთ ბევრი პოზიტივი, სიყვარული და ბევრიც გავცეთ.
სწორედ ეს გახდა Netcredit-ის და ციფრული სააგენტო ლივინგსტონის ინსპირაცის წყარო. მათ, მცირე ვიდეოს და ქუჩის გამოკითხვის დახმარებით, სცადეს ამ ემოციის გადმოცემა.
https://www.youtube.com/watch?v=B1neWOlUP9M
“NetCredit-ი ცდილობს მომხმარებელებთან სულ ახლოს იყოს, ემეგობროს მათ. ამ ეტაპზე კომპანიას სურს, რომ ხალხს სიყვარულის დღე მიულოცოს, თბილი ემოციები გაუზიაროს. სწორედ ამიტომ, NetCredit გავიდა ქუჩაში და გამოკითხა ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები – დაწყებული ბავშვებით, დამთავრებული მოხუცებით – სხვადასხვა სქესის, პროფესიის, წარმომავლობის ხალხი, არა მსახიობები, რათა ვიდეო მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო რეალობასთან.” – აცხადებენ კომპანიაში