in

სიყვარულის დღეს დასრულებული ხანგრძლივი ქორწინება – ვალენტინობის ანტირეკლამა

რომანტიკა და ემოციების მთელი ზღვა სიყვარულის დღისთვის შექმნილი ყველა სარეკლამო ვიდეორგოლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ხოლმე. თუმცა, არა ოპტიკური ბრენდი  Instrumentarium–ისთვის, რომელმაც ამჯერად ყველა სტანდარტი დაარღვია და ვალენტინობისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ანტირეკლამა შექმნა.

M2

სიყვარულის დღის ტრადიციებიდან გამომდინარე, საჩუქარი, როგორც წესი, აუცილებელი დეტალია, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდეთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილება შეიძლება ყოველთვის ისე არ დასრულდეს, როგორც ელით. მაგალითად, Instrumentarium–ის შემთხვევაში, გულით ნაყიდმა სულ ახალმა, ულამაზესმა სათვალემ ასაკიან ქალბატონს მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ პირველად აუხილა თვალი მეუღლის გარეგნობაზე და ისე მოხდა, რომ პირდაპირ სიყვარულის დღეს დასრულდა ხანგრძლივი თანაცხოვრების “იდილია”.

ზოგისთვის შამპანური და ვარდი, სხვისთვის დარტსის თამაში – როგორია ვალენტინობა Banks’s–ისთვის?

მოულოდნელობებით სავსე თავგადასავალი Renault–თან ერთად