in

ვალენტინობის ფასდაკლებები ვოლტზე: ყვავილები, საჩუქრები და საკვები სპეციალურ ფასად

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt საქართველოში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. 14 თებერვლისთვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, საკვებსა და ყოველდღიურ პროდუქტებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი საჩუქარი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ.

ვალენტინობის დღეს ყვავილები განსაკუთრებულად მოთხოვნადია. ვოლტის აპლიკაციაში კი ადგილობრივი ფლორისტების ყვავილებზე 30%-ამდე ფასდაკლება მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ თაიგულები, დაწყებული კლასიკური წითელი ვარდებით და დასრულებული სპეციალურად შერჩეული კომპოზიციებით, რომელიც მარტივად მიეწოდება ადრესატს.

ყვავილების გარდა, ვალენტინობასთან დაკავშირებით, ვოლტის აპლიკაციაში ფასდაკლებები იმოქმედებს მრავალფეროვან პროდუქციაზე სხვადასხვა კატეგორიაში:

ტკბილეული -25%-ამდე, ჯანმრთელობა და სილამაზე – 50%-ამდე, აფთიაქი – 50%-ამდე, ელექტრონიკა – 40%-ამდე, ალკოჰოლი – 50%-ამდე, სუპერმარკეტები – 60%-ამდე.

ვალენტინობის დღის სახლში აღნიშვნის მსურველებისთვის პლატფორმა სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებსა და პოპულარულ სამზარეულოებზე 30%-ამდე ფასდაკლებებს.

ბოლო წუთს შერჩეული საჩუქრებიდან პრემიუმსილამაზის პროდუქტებამდე, სადილის ინგრედიენტებიდან მზა კერძებამდე – ვოლტი აერთიანებს ყველაფერს, რაც 14 თებერვლისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

„ვალენტინობის დღე ყურადღებისა და მცირე თუ დიდი ჟესტების გამოხატვის დღეა. გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ როგორც საჩუქრის შერჩევა, ისე განსაკუთრებული საღამოს დაგეგმვა ჩვენი მიმზიდველი შეთავაზებებითა და სწრაფი და ხარისხიანი სერვისით“, – აცხადებს დავით კვიცარიძე, Wolt საქართველოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ვალენტინობის სპეციალური შეთავაზებები Wolt-ის აპლიკაციაში შეზღუდული დროით არის ხელმისაწვდომი.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორია Apple-ის „ექსტრემალური დაცვა“, რომელში შეღწევა FBI-მაც ვერ შეძლო

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას